ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები ექიმებს და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ხვდებიან

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები პარლამენტში ექიმებს და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ხვდებიან. შეხვედრაზე საუბარი მთავრობის 520-ე დადგენილებას შეეხება, რომელიც კლინიკებისთვის ერთიან ტარიფს აწესებს.

ამავე შეხვედრაზე ისაუბრებენ ასევე იმ დავალიანების თაობაზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კლინიკების მიმართ და დეპუტატები მოისმენენ ინფორმაციას, რამდენად ხდება მისი დაფარვა.

როგორც ფრაქციის წევრმა, ლევან კობერიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა სამედიცინო დაწესებულებებში 520- ე დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვის თავზე.

„არც ერთი ის საკითხი, დაპირება, რომელიც გაჟღერდა გახარიას, ჯანდაცვის მინისტრის და ექიმების შეხვედრაზე, არ არის ჯერჯერობით შესრულებული. სამინისტრო ცდილობს დრო მოიგოს საბჭოს ფორმატში ვითომ შეხვედრებით. არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის, ყველაზე ყბადაღებული თემა დეფიბრილატორის საკითხიც კი არ არის გადაწყვეტილი. კლინიკებს მოუწიათ ხარჯების შემცირება.

ძალიან საკვირველია ჯანდაცვის მინისტრის მკაცრი ტონი, როცა ის იმპერატიული ტონით მიუთითებს, რომ კლინიკებმა არ უნდა გაბედონ ხარჯების, მათ შორის, ხელფასების ხარჯების შემცირება. ქალბატონი ეკა როცა საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო, რაღაც სხვაგვარად მოქმედებდა ეტყობა ან სხვაგვარი დაფინანსება ჰქონდა,"- აცხადებს ლევან კობერიძე.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა