ბეჟან გუნავა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა

ყოფილი დეპუტატი ბეჟან გუნავა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც ბეჟან გუნავამ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე ეხება 24 იანვარს მის დაკავებას. გუნავას თქმით, ის პოლიციის თანამშრომლებმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში დააკავეს.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დამიბარეს ჩემ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. პარასკევს დამაკავეს სრულიად უწყინარ სიტუაციაში, მედავებიან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. არც ერთი ყოფილა და არც - მეორე, დღემდე ოქმი არ არის შედგენილი, ყოველ შემთხვევაში დაკავების ოქმი მე არ გადმომცემია.

დაკავების შემდეგ ჩემზე იყო ფიზიკური ზეწოლა, ხელები მომიგრიხეს და ბორკილები დამადეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მდგომარეობა გაუარესდა, მათ არანაირი ზომები არ მიიღეს, რათა მოეხსნათ ბორკილები. როდესაც შსს-ს შენობაში გადამიყვანეს, მაშინ მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და თქვენ წარმოიდგინეთ, ხელბორკილები მედო როდესაც წნევას მიზომავდნენ. გამომძიებელს ამ ფაქტის შესახებ მოვუყვები და მაინტერესებს სახელმწიფოს რა რეაგირება ექნება", - განაცხადა ბეჟან გუნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო