ადვოკატი - გიორგი ჯანაშია პირველივე დღიდანვე აღიარებდა მის წილ დანაშაულს და არცერთ ეტაპზე არ გაურბოდა პასუხისმგებლობას

გიორგი ჯანაშია პირველივე დღიდანვე აღიარებდა მის წილ დანაშაულს და ის არცერთ ეტაპზე არ გაურბოდა პასუხისმგებლობას. ის საკუთარი ფეხით ჩაბარდა საგამოძიებო ორგანოს, მისი მიზანი იყო დახმარებოდა სასამართლოს ჭეშმარიტების დადგენაში, მან სასამართლოს არაერთხელ მისცა ჩვენება, მისი ყველა ჩვენება ძალიან დამაჯერებელი, სანდოა და ჩვენებებს შორის არცერთი წინააღმდეგობა არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მას თავისუფლების აღკვეთა 8 წლით შეეფარდა, საიდანაც ის 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, 4 კი პირობითად ჩაეთვლება.

„პირველივე დღიდან დაცვის მხარე აპელირებდა, რომ საქმეში საკმაოდ ბევრი ხარვეზი არსებობდა და სასამართლო მსვლელობების შედეგად ნამდვილად დადასტურდა, რომ ყველა ჩვენი კომენტარი და პოზიცია ხარვეზებთან დაკავშირებით, გამართლდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ საქმეში სხვა ფიგურანტი პირებიც იყვნენ, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდნენ. ჩვენ დავინახეთ რომ საქმეში სხვა პირებიც გამოიკვეთნენ, რომლებიც პასუხისგებაში იქნენ მიცემული.

გიორგი ჯანაშიას სრული უფლება ჰქონდა საერთოდ არ მიეცა ჩვენება, როცა ადამიანი ბრალდებულია, მას კონსტიტუციით აქვს გარანტირებული უფლება, რომ საერთოდ უარი თქვას ჩვენების მიცემაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლოსთვის ჭეშმარიტების დადგენის დახმარების მიზნით, მან ჩვენება მისცა, პროკურორებისა და ადვოკატების ყველა შეკითხვას პასუხი გასცა. თუმცა, ის ისეთ დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, რომლის თვითმხილველიც არ ყოფილა“, - განაცხადა კაკაბაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ადვოკატი - გიორგი ჯანაშია პირველივე დღიდანვე აღიარებდა მის წილ დანაშაულს და არცერთ ეტაპზე არ გაურბოდა პასუხისმგებლობას

გიორგი ჯანაშია პირველივე დღიდანვე აღიარებდა მის წილ დანაშაულს და ის არცერთ ეტაპზე არ გაურბოდა პასუხისმგებლობას. ის საკუთარი ფეხით ჩაბარდა საგამოძიებო ორგანოს, მისი მიზანი იყო დახმარებოდა სასამართლოს ჭეშმარიტების დადგენაში, მან სასამართლოს არაერთხელ მისცა ჩვენება, მისი ყველა ჩვენება ძალიან დამაჯერებელი, სანდოა და ჩვენებებს შორის არცერთი წინააღმდეგობა არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა.

უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მას თავისუფლების აღკვეთა 8 წლით შეეფარდა, საიდანაც ის 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, 4 კი პირობითად ჩაეთვლება.

„პირველივე დღიდან დაცვის მხარე აპელირებდა, რომ საქმეში საკმაოდ ბევრი ხარვეზი არსებობდა და სასამართლო მსვლელობების შედეგად ნამდვილად დადასტურდა, რომ ყველა ჩვენი კომენტარი და პოზიცია ხარვეზებთან დაკავშირებით, გამართლდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ საქმეში სხვა ფიგურანტი პირებიც იყვნენ, რომლებიც დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდნენ. ჩვენ დავინახეთ რომ საქმეში სხვა პირებიც გამოიკვეთნენ, რომლებიც პასუხისგებაში იქნენ მიცემული.

გიორგი ჯანაშიას სრული უფლება ჰქონდა საერთოდ არ მიეცა ჩვენება, როცა ადამიანი ბრალდებულია, მას კონსტიტუციით აქვს გარანტირებული უფლება, რომ საერთოდ უარი თქვას ჩვენების მიცემაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლოსთვის ჭეშმარიტების დადგენის დახმარების მიზნით, მან ჩვენება მისცა, პროკურორებისა და ადვოკატების ყველა შეკითხვას პასუხი გასცა. თუმცა, ის ისეთ დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, რომლის თვითმხილველიც არ ყოფილა“, - განაცხადა კაკაბაძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო