სახალხო დამცველი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეხვდა

2020 წლის 28 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში სახალხო დამცველის როლსა და ჩართულობაზე; ასევე ადამიანის უფლებების სისტემურ და ინდივიდუალურ პრობლემებზე.

„ევროპული სასამართლოს აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სახალხო დამცველის კომუნიკაციასა და ჩართულობის მნიშვნელობას, აღნიშნეს, რომ სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული მოსაზრებები სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ღირებულია ევროპული კომიტეტისთვის პროცესის სწორად წარმართვისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზაობა გამოთქვეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?