მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია იწყება. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

„პროექტის შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელი 2019“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული.

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პროექტის დეტალები გააცნო და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს