მიხეილ ჩხენკელი - სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და ადრონული თერაპიის ცენტრთან აქტიურად ითანამშრომლოს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან გამართა და მათ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის კონცეფცია გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრის დროს მხარეებმა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

„დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას დეტალურად გავაცანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტები. მათზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ერთი მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელეს ამ პროექტებში. სტრასბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს ინტერესი, რომ მათი უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები აქტიურად ჩაერთონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესსა და ადრონული თერაპიის ცენტრის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში“,-განაცხადა მიხელ ჩხენკელმა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს