რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - ანკარას მოთმინება იწურება, დღეიდან ჩვენც ვიმოქმედებთ!

ანკარას მოთმინება იწურება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მიერ იდლიბზე განხორციელებული თავდასხმების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი დამატებით ზომებს მიიღებს.

„სამწუხაროდ, რუსეთი არ ემორჩილება ასტანისა და სოჭის შეთანხმებებს. ჩვენ აქამდე ვიცდიდით, მაგრამ დღეიდან ჩვენც ვიმოქმედებთ. ეს მუქარა არ არის, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ რუსეთი რეჟიმს სათანადო გაფრთხილებას მისცემს“, - განაცხადა ერდოღანმა.

მან რუსეთს დამოკიდებულების შეცვლისკენაც მოუწოდა.

„რუსეთმა პროცესი სხვაგვარად უნდა განაგრძოს. ისინი გვეუბნებიან, რომ ტერორისტებს ებრძვიან. ვინ არიან ტერორისტები? ის ადამიანები, ვინც თავიანთ მიწებს იცავენ?“ - დასძინა პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, სირიის სამთავრობო ძალები, რუსული ავიაციის დახმარებით ქვეყანაში მეამბოხეთა უკანასკნელი გამაგრების ადგილს, იდლიბს უტევენ. ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ცნობით, იდლიბის მიმდებარე ტერიტორიების დიდი ნაწილი უკვე სამთავრობო ძალების ხელშია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო