არჩილ თალაკვაძე - თუ შეთანხმება არ მოხდება, არჩევნები შერეული საარჩევნო მოდელით ჩატარდება

იმედი მაქვს, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხედავენ საკუთარ თავს პოლიტიკაში, გაემიჯნებიან დესტრუქციულ პროცესებს და ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ყველამ ვიცით, რომ კანონმდებლობაში დღევანდელი სტასტუს-კვო არის შერეული მოდელი და არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო მოდელით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგი გრძელდება, ხელისუფლებამ კომპრომისული შეთავაზება გააკეთა 100/ 50 მოდელზე. მისი თქმით, მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და იმას, რომ ქვეყანაში მმართველობის პროცესი განხორციელდეს შეფერხების გარეშე.

„მოგეხსენებათ, ორი წლის წინ „ ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს ჩაწერილი იყო კონსტიტუციაში. ჩვენ ველოდით, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება მოჰყვებოდა, ასევე მოჰყვებოდა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ევროპული ტიპის პოლიტიკის, ევროპული კულტურის შემოტანა და თანამშრომლობა.

სამწუხაროდ, პირველივე მომენტში, როდესაც ეს იყო ინიცირებული, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა პროპორციული არჩევნების ინიციატივას და საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ ეს ცვლილება მაინც მივიღეთ და კონსტიტუციაში მაინც ავსახეთ ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ოპოზიციამ დესტრუქციული ქმედებები გააგრძელა და კულმინაციას მიაღწია 20 ივნისს, ცნობილი მოვლენების დროს. ჩვენ, ამ მომენტისთვის, ჯერ კიდევ გვქონდა მოლოდინი, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი და ჩვენი შემხვედრი თანამშრომლობა იქნებოდა ის წერტილი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, რომ კონსენსუსი შედგებოდა. ასევე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა შესაძლებელი გახდებოდა. თუმცა, ჩვენი შეთავაზების შემდეგ ოპოზიციის მიერ თავისი დესტრუქციული ქმედების გაგრძელებამ, ნაბიჯებმა, რაც მათ გადადგეს ჩვენი ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, დაგვარწმუნა იმაში, რომ ოპოზიციის ეს დესტრუქციული ნაწილი არ არის მზად არანაირი თანამშრომლობისთვის. მათ რეალურად არ სურთ არც პროპორციული საარჩევნო სისტემა, არც პასუხისმგებლობის გადანაწილება. მათ აქვთ ერთადერთი ამოცანა - მოძებნონ დესტაბილიზაციის გზა და საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, ქართველი ხალხის მხარდაჭერის გარეშე შეცვალონ და სცადონ ძალაუფლების მოპოვება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, „ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე“ და ხელისუფლება ელოდება, რა იქნება მათი პასუხი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა