გიგი უგულავას ინფორმაციით, ოპოზიცია გაზაფხულზე მასშტაბური საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავს

ოპოზიცია გაზაფხულზე მასშტაბური საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, კვლავ განახლდება საპროტესტო აქციები რეგიონების მასშტაბით.

„პლენარული საგაზაფხულო სხდომების განახლებასთან ერთად განახლდება პიკეტირება. აქციები დაიგეგმება ასევე რეგიონების მიხედვით, თარიღების დასახელება ადრეა. ჩვენ ასევე შევჯერდით, რომ უკვე გაზაფხულისკენ გვექნება ერთიანი დიდი აქცია, სადაც ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთელს მოსახლეობას მაქსიმალურად მობილიზდეს, რომ საბოლოო ჯამში ვაჩვენოთ ხალხის ძალა. ის ძალა, რომელმაც თავის დროზე ივანიშვილს შეაცვლევინა აზრი, მაგრამ შემდეგ, როგორც ბატონი თალაკვაძე ამბობს, თურმე შიშის გამო იყო, ამ შიშმა გაუარათ და ახლა ბოდიში და „გაბლატავდნენ“. მაშინ ერთადერთი გზა რჩება ხალხს, რომ თავიდან აჩვენოს თავისი ძალა, რომ მმართველი, რომელიც თავს არის გასული, კვლავ თავის შიშში ჩაიკეტოს და დაემორჩილოს ხალხის ლეგიტიმურ ნებას. ამ თვალსაზრისით არაფერი არ შეიცვლება მანამ, ვიდრე არ შეიცვლება „ქართული ოცნების“ პოზიცია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს