თორნიკე შარაშენიძე - სერგეი გავრილოვის არსებობა რუსეთშიც 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ გაიგეს, ასე, რომ მას არავინ არაფერს ეკითხება

სერგეი გავრილოვი არაფერს წყვეტს. აქ, სულ სხვა რაღაცაა მთავარი - ჩამოვა თუ არა საქართველოში სერგეი ლავროვი. ის, თუ ჩამოვა, შემოუშვებენ, არშემოშვებას ვერ გაბედავენ, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომელიც მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომ „საქართველო მზად არის აქტიური ნაბიჯები გადადგას რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად, მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობით და ელჩების გაცვლით“.

თორნიკე შარაშენიძის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საერთოდ არაფერ შუაშია. მისივე თქმით, საზოგადოებრივ და რელიგიურ გაერთიანებათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის სერგეი გავრილოვის გამოხმაურება სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე არაფერს წარმოადგენს, ვინაიდან ამ დეპუტატს რუსეთში არავინ არაფერს ეკითხება.

„სერგეი გავრილოვის არსებობა რუსეთშიც 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ გაიგეს, ასე, რომ მას არავინ არაფერს ეკითხება. ახლა, გავრილოვს პირადი წყენა აქვს და გაუხარდა როცა უთხრეს, რომ ჩამოდი გიმასპინძლებთო. ვინ არის გავრილოვი, რას წყვეტს გავრილოვი?!“ - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება საზოგადოების რეაქციას და გამოხმაურებებს გავრილოვის განცხადების შესახებ, რომლიც მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეაფასებისას გააკეთა, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ „ქართველი ხალხი ყოველთვის აღშფოთებულია ხან ჩინური ვირუსით, ხან ავსტრალიის ხანძრით“ და აქ მთავარი სხვა საკითხია.

„გავრილოვი რას წყვეტს?! არაფერს. აქ, სულ სხვა რაღაც არის მთავარი. ანუ მთავარია ის, ჩამოვა თუ არა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ის, თუ ჩამოვა შემოუშვებენ, ჩემი აზრით, არშემოშვებას ვერ გაბედავენ. გამორიცხულია, რომ ლავროვი ჩამოვიდეს და არ შემოუშვან“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს ღონისძიების ფარგლებში იმის მიუხედავად, რომ მისი ზოგიერთი წევრი ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა