07.07.2025 / 08:38
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე თურქეთთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე თურქეთთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„გიდასტურებთ, რომ თურქებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან“- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე უწყებაში არ საუბრობენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ქალაქ უხანში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. თურქეთი ასევე განახორციელებს აზერბაიჯანის 7 და ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციას.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს