კრწანისის რაიონში 8-ჯგუფიანი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

კრწანისის რაიონს წლის ბოლომდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მშენებლობის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე ახალი საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები.

„ორთაჭალის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე აქამდე საბავშვო ბაღი არ ყოფილა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ზოგადად, კრწანისის რაიონში საბავშვო ბაღების რაოდენობა ყველაზე მცირეა თბილისის სხვა რაიონებთან შედარებით და სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთი ახალი ბაღი უკვე გავხსენით გასული წლის შემოდგომაზე. ორთაჭალის ქუჩაზე ბაღის მშენებლობის დასრულება კი წლის ბოლომდე იგეგმება და მალე ამ უბანს თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი ექნება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ორთაჭალის ქუჩაზე საბავშვო ბაღს კომპანია „ბილდ ტერიტორი“ აშენებს. პროექტის ღირებულება 3 873 000 ლარია.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კრწანისის რაიონში 8-ჯგუფიანი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

კრწანისის რაიონს წლის ბოლომდე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება. მშენებლობის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე ახალი საბავშვო ბაღი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტი, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები.

„ორთაჭალის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე აქამდე საბავშვო ბაღი არ ყოფილა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ზოგადად, კრწანისის რაიონში საბავშვო ბაღების რაოდენობა ყველაზე მცირეა თბილისის სხვა რაიონებთან შედარებით და სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთი ახალი ბაღი უკვე გავხსენით გასული წლის შემოდგომაზე. ორთაჭალის ქუჩაზე ბაღის მშენებლობის დასრულება კი წლის ბოლომდე იგეგმება და მალე ამ უბანს თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი ექნება,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ორთაჭალის ქუჩაზე საბავშვო ბაღს კომპანია „ბილდ ტერიტორი“ აშენებს. პროექტის ღირებულება 3 873 000 ლარია.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო