საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დაემსს შეხვდა

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დაემსს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები და ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მიერ გამოკვეთილი პრიორიტეტები.

„საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს წარვუდგინეთ დელეგაციის ახალი შემადგენლობა. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საარჩევნო სისტემის საკითხებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში. ასევე, ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან და ამ კუთხით ჩვენ გამოკვეთილი პრიორიტეტები გვაქვს.

განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული გარემოს დაცვის საკითხებზე, რომელიც პრეზიდენტის ინტერესთა სფეროში შემავალი ერთ-ერთი საკითხია და ვიმსჯელეთ იმაზე, რომ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ამ კუთხით. გვინდა დავგეგმოთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩვენი თავმჯდომარეობის ფარგლებში, მათ შორის, შეიძლება ასეთი ღონისძიებები თბილისშიც გაიმართოს“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის მაისში თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით შეხვედრაზე ზოგადი საუბარი შედგა.

„პარლამენტი არ არის პასუხისმგებელი მოლაპარაკებების თაობაზე. ეს საკითხი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შორის განიხილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ ზოგადად შევეხეთ ამ საკითხს და გამოითქვა იმედი, რომ ეს მინისტერიალი გაიმართება ისე, როგორც უნდა გაიმართოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა