გია ხუხაშვილი ხელისუფლებაზე - კონგრესმენებთან ორი კლასის განათლების ადამიანი ჩავიდეს და „გუგლ თრანსლეითით“ უნდა უთხრას, რომ ხუნდაძის ბუნტი მოხდა?! ამას ჭამს ვინმე?! - შეურაცხყოფილად იგრძნობენ თავს და უფრო მძიმე წერილები წამოვა

ჭამს რომელიმე კონგრესმენი, რომ აქედან ორი კლასის განათლების ადამიანი ჩავიდეს და „გუგლ თრანსლეითით“ უთხრას, რომ ხუნდაძის ბუნტი მოხდა?! , - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ამერიკელი კონგრესმენების წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.

ექსპერტის თქმით, ხელისუფლებამ პრობლემები უნდა აღიაროს და მის გადაჭრაზე დაიწყოს მუშაობა. ამასთან, მისი განმარტებით, ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს კონსენსუსის ძიებას ოპოზიციასთან.

„რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ სახელმწიფო არ დაზიანდეს და შანსი გაიჩინონ, რომ გადარჩნენ თვითონაც და თეორიული შანსი იმისაც დაიტოვონ, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ?! - უნდა დაუბრუნდნენ საარჩევნო დღის წესრიგს. რამდენიმე საკითხია, რაზეც არანაირი გაპრავება და ვიღაცების ჩასვლა და კონგრესმენებთან ლაპარაკი არ არის საჭირო. რა სისულელეა ახლა, რაზე უნდა ჩავიდნენ, უნდა აუხსნან, რომ ბიძინას უნდოდა და ხუნდაძემ ამბოხი მოაწყო?! და ამას ჭამს რომელიმე კონგრესმენი?! როგორ წარმოუდგენიათ, იმათი პოლიტიკური კლასი და ვიღაც აქ ორი კლასის განათლების ადამიანი ჩავიდეს და „გუგლ თრანსლეითით“ უნდა უთხრას, რომ ხუნდაძის ბუნტი მოხდა?! ამას ჭამს ვინმე?! პირიქით, კიდევ უფრო შეურაცხყოფილად იგრძნობენ თავს და კიდევ უფრო მძიმე წერილები წამოვა. შესაბამისად, უნდა აღიარონ პრობლემები და პრობლემების გადაწყვეტაზე უნდა დაიწყონ მუშაობა. უნდა დაუბრუნდნენ კონსენსუსის ძიებას ოპოზიციასთან და მეორე, რომ შეპირდნენ საზოგადოებას, რომ 20-21 ივნისის თემაზე, ძალის გადამეტებისთვის ვიღაცები დასჯილები იქნებოდნენ, რაღაც სამართლიანობის განცდა უნდა გააჩინონ ამაზე, მართლმსაჯულების თემაზე რაღაც გადაწყვეტილებები უნდა ვნახოთ, რადგან ამ თემაზეც არის ამ წერილებში საუბარი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საჭიროა, პრემიერ-მინისტრი გახდეს, რათა „იმუნიტეტი შეიძინოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“.

„რაც მთავარია, ჩრდილოვანი მმართველობა უნდა დამთავრდეს. ჩრდილოვანი მმართველობა რომ დამთავრდეს, ამისათვის ბიძინა ივანიშვილი უნდა ამოვიდეს ბუნკერიდან. ბუნკერში კაცს არაფერი ესაქმება. თუ ასეთი პატრიოტია, ქვეყანა უყვარს და მასზე ფიქრობს, ის რეალური მმართველი უნდა გახდეს. წასვლით ვერ მიდის და ამიტომ მისი ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს. იმუნიტეტი უნდა შეიძინოს. თუ ის პრემიერი არ გახდა, მას იმუნიტეტი არ აქვს, დაკარგული აქვს და ნებისმიერ დღეს მოსალოდნელია ძალიან დიდი პრობლემები, თუნდაც კეთილდღეობითი, თუნდაც პირადი უსაფრთხოების. მას სჭირდება ქვეყნის იმუნიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა