საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც მრავალი წელია ვითარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია, ევროსასამართლოს აპარატის წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს პროტოკოლისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი ლომთაძე და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი გივიაშვილი.

„შეხვედრაზე დადებითად აღინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საქართველოში კონსტიტუციის უზენაესობის დაცვისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მაღალი დონის კონფერენციის შესახებ, რომელიც გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებებს შეეხება და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, მხარდაჭერით 9 აპრილს, სტრასბურგში გაიმართება. ღონისძიებას, რომელსაც ზაზა თავაძე და ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი გახსნიან, დაესწრება ადამიანის უფლებათა სფეროს უმაღლესი თანამდებობის პირები გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან და ევროპის საბჭოდან.

ამასთანავე, ზაზა თავაძემ ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი ბათუმში ევროპისა და შედარებითი კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო კონგრესზე მოიწვია, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიმდინარე წლის შემოდგომაზე უმასპინძლებს“, - ნატქვამია ინფორმაციაში.

ზაზა თავაძე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიწვევით სასამართლოს სამუშაო წლის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს. ვიზიტი 31 იანვარს დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა