ეკა ბესელია - ნიკა გვარამიაზე ძალადობის შემდეგ, ობიექტურად ახსენდება ყველას ოხანაშვილის მაგალითი, როცა მის შემთხვევაში ისე სწრაფად მოხდა რეაგირება, რადგან ის ხელისუფლების წარმომადგენელია

ნიკა გვარამიაზე ძალადობის ფაქტის შემდეგ, სრულიად ობიექტურად ახსენდება ყველას ოხანაშვილის მაგალითი - ისე სწრაფად მოხდა რეაგირება მის შემთხვევაში, იმიტომ, რომ ის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ ინციდენტს შეეხებოდა.

მისივე თქმით, ოხანაშვილის საქმის ფონზე გვარამიას ფაქტი და სხვა ძალადობრივი ფაქტებიც, რაც მოხდა საკრებულოში, ვერ უძლებს კრიტიკას, ობიექტურობის თვალსაზრისით.

„ძალადობის დაგმობა უნდა იყოს წესით ხელისუფლების პოზიცია. მათ კარგად უნდა ესმოდეთ რომ, როცა განსაკუთრებით, სასამართლო შენობაში, სადაც ყველაზე მაღალი უნდა იყოს დაცვის და უსაფრთხოების გარანტიები, ხდება ძალადობრივი გამოვლინებები, ცუდია. ძალიან უცნაური გაგრძელება აქვს ამ ყველაფერს - ჩვენ არ ვიცით დაიკითხა თუ არა ეს ხალხი, რაიმე პასუხისმგებლობის საკითხისთვის ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები თუ არა. ფაქტია, რომ ძალადობრივი თავდასხმა მოხდა, იციან ადამიანები ვინც არიან, მაგრამ არ ვიცით გაგრძელება. გარდა იმისა, რომ ორმაგ სტანდარტსაც ვხედავ, ვხედავ სახიფათო ნიშნებს რამდენად ღიად და დაუფარავად ხდება აგრესიისა და ძალადობის პროვოცირება. განსაკუთრებით იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცვის მექანიზმები. ეს არის საჯარო სივრცე, სასამართლო“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ყველა ასეთი ქმედება უფრო მძიმედ უტრიალდება უკან.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა