ხობში, მაჟორიტარი დეპუტატის დაჩი ბერაიას ბიუროსთან, სადაც მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გამართეს, ხმაური იყო

ხობში, მაჟორიტარი დეპუტატის დაჩი ბერაიას ბიუროსთან, სადაც მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გამართეს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ისინი ბიუროში შესვლას და მაჟორიტარისთვის „სიგელის" და სათამაშო ცხენის გადაცემას ითხოვდნენ. მათ ამის უფლება ბიუროს თანამშრომლებმა არ მისცეს, რის შემდეგ, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა „სიგელი“ და სათამაშო ცხენი შენობის შესასვლელთან დატოვეს.

აქციის წევრების თქმით, ბერაიას ცხენი სიმბოლურად მიუტანეს, რადგან მათივე განმარტებით, „ის ბიძინას პირადი შიკრიკია“.

აქციის მონაწილეებმა ბიუროს შესასვლელთან შემდეგი შინაარსის პლაკატები გააკრეს: „შეცვალე", „კაი დაჩი მათრახს არ დაირტყამს", „დაჩი ბერაია ბიძინას მონა".

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა