თორნიკე შარაშენიძე - ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარება მდგომარეობიდან გამოსასვლელად სწორი ნაბიჯი იქნება

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, თუ საქართველო ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარების თხოვნით მიმართავს, ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება.

როგორც შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ევროსაბჭოში იციან, რა დილემის წინაშეც დგას საქართველო.

„თუ საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს ხელმძღვანელობას მიმართავს თხოვნით, რომ კომიტეტის სხდომა სტრასბურგში ჩატარდეს, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება. მიღებულია, რომ სხდომა გაიმართოს მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქში ან სტრასბურგში, შესაბამისად არანაირი სანქციების საშიშროება არ არის, მითუმეტეს, როდესაც იციან, რა დილემის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ შესაძლოა, ევროსაბჭოს, მინისტრთა კომიტეტის სხდომის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გადატანის თხოვნით მიმართოს.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა