მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის 7 მოწმეს დაკითხავენ

თიბისი ბანკის ბრალდებული დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის 7 მოწმეს დაკითხავენ.

საქმის პროკურორის სალომე ჩიქობავას განმარტებით, მოწმეები დაადასტურებენ, რომ „სამგორი ემსა“ და „სამგორი თრეიდზე“ სესხების გაცემისას მათთვის ცნობილი არ იყო კონკრეტული მიზნობრიობა.

„თიბისი ბანკის“ თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკრედიტო კომიტეტის სხდომებში, „სამგორი ემსა“ და „სამგორი თრეიდზე“ სესხების გაცემისას. აღნიშნული მოწმეები დაადასტურებენ, რომ სესხის გაცემისას მათთვის ცნობილი არ იყო კონკრეტული დანიშნულება, კონკრეტული მიზნობრიობა. ის, რომ უნდა მომხდარიყო აღნიშნული სესხის გადასესხება ადმინისტრატორებზე. სწორედ ინფორმაციის არქონამ გამოიწვია მათი მხრიდან სესხის გაცემისას ეროვნული ბანკის რეგულაციების დარღვევა. დღეს ასევე წარმოდგენილია ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომლები, რომლებმაც შემოწმება ჩაატარეს 2008 წელს „თიბისი ბანკში“. აღნიშნული მოწმეები დაადასტურებენ, რომ შემოწმების მიზანი არ იყო „სამგორი ემსა“ და „სამგორი თრეიდზე“ გაცემული სესხების შესწავლა. სწორედ ამიტომ მათთვის არ იყო ცნობილი ეს ინფორმაცია და იმ პერიოდში ამ სესხებთან მიმართებით ბანკის მიმართ რაიმე სამართლებრივი ღონისძიებები არ გატარებულა“, - განაცხადა პროკურორმა სალომე ჩიქობავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი