ოპოზიცია პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორს“ მოაწყობს

ოპოზიციური პარტიები უმრავლესობის წევრებს პარლამენტთან "სირცხვილის კორიდორს" დღეს მოუწყობენ. პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან 10.00 საათიდან შეიკრიბებიან.

საპროტესტო ღონისძიება პარლამენტთან გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა ოპოზიციამ "სირცხვილის კორიდორის" მოწყობა ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო გადადო.

"5 თებერვალს პარლამენტში სხდომა გაიმართება. ჩვენ 10:00 საათზე შევიკრიბებით და მოვითხოვთ კვლავ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს", - განუცხადა ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება