იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი და კამპანიის “აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ხელმძღვანელი, ანა დოლიძე “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, აზარტული თამაშების წინააღმდეგ კანონპროექტი „რაც შეიძლება სწრაფად“ მიიღოს. როგორც დოლიძემ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, ეს ქართველი ხალხის მოთხოვნაა.
“გვინდა, გამოვეხმაუროთ არჩილ თალაკვაძის გუშინდელ განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” აპირებს, საგაზაფხულო სესიაზე იმუშაოს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონპროექტზე. ოქტომბერში, ჩვენ სწორედ ამ ადგილიდან დავიწყეთ კამპანია აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით. ჩვენ პირველ რიგში მოვითხოვთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეს კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ”, მაგრამ კანონპროექტი იყოს არა გაშუალებული ვერსია “ქართული ოცნების” დეპუტატების ინტერესებს და მაფიის ინტერესებს შორის, რომელიც ფარავს აზარტულ თამაშებს და ქართველი ხალხის ინტერესებს შორის, არამედ ეს კანონპროექტი იყოს რეალური ასახვა, რას ითხოვს ქართველი ხალხი და რა აწუხებს მას. თუ შებრძანდებიან ეს ბატონები და ქალბატონები ამ შენობაში და გაივლიან ძალიან დამსახურებულად მიღებულ “სირცხვილის კორიდორებს”, რომლებიც მათ აქ დახვდებათ, კეთილი ინებონ და შებრძანდნენ იქ იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ძალიან დიდხნიანი შეკვეთა ქართველი ხალხის - ეს არის დაცვა ჩვენი ბავშვებისა და არასრულწლოვნების ინტერესების აზარტული თამაშების გავლენისგან. ეს არის რაც სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ოჯახებს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"