იგორ ტიშკევიჩი - მინსკი ცდილობს აშშ ბელორუსს დაეხმაროს არა ფასეულობების შეთავაზებით, არამედ ფულით

ბელორუსსა და უკრაინაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოსა და ასევე კიევში თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ვიზიტის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ კიევში მცხოვრებ ბელორუს პოლიტოლოგ იგორ ტიშკევიჩს ესაუბრა.

- ბატონო იგორ, დაგიკავშირდით, რომ თქვენგან მოვისმინოთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს ვიზიტის შედეგების შეფასება მინსკსა და კიევში. ფაქტია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ეს და სხვა ვიზიტები პოსტსაბჭოთა სივრცეზე შემთხვევითი არ ყოფილა.

ეს ვიზიტებიც იმ ფონზე გაიმართა, როცა რუსეთმა იალტის კონფერენციის 75-ე წლისთავი აღნიშნა. მეტიც, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრისაგან სამიტის გამართვას ითხოვს და მიანიშნებს პარტნიორებს მსოფლიოს ახალი გადანაწილების აუცილებლობაზე.

მოდით, საუბარი დავიწყოთ პომპეოს მინსკში ვიზიტის შედეგების შეფასებით. პან იგორ, გისმენთ!

- საქმე ისაა, რომ პომპეოს ვიზიტი შედგა არა მხოლოდ მინსკსა და კიევში, არამედ ყაზახეთში, უზბეკეთში, უკრაინასა და ბელორუსში. ყველა ამ ოთხივე სახელმწიფოს ბევრი საერთო აქვს, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ ბევრ ასპექტში საკმაოდაც განსხვავდებიან.

პომპეოს ვიზიტს ამ ქვეყნებში რამდენიმე საკვანძო მახასიათებელი ნამდვილად ჰქონდა. მოდით, საერთო მახასიათებლებით დავიწყოთ. უკრაინას, ბელორუსს, ყაზახეთსა და უზბეკეთს აქვთ პრობლემა და მას რუსეთი ჰქვია. რუსეთს უნდა ეს ქვეყნები მისი გავლენის ქვეშ იყვნენ და მისივე „პერიფერიას წარმოადგენდნენ.“ ეს ტერმინი „ცივი ომის“ დროინდელი სუპერ ზესახელმწიფოს ტერმინია.

უკრაინას, ბელორუსს, ყაზახეთსა და უზბეკეთს აქვთ პრობლემა და მას რუსეთი ჰქვია. რუსეთს უნდა ეს ქვეყნები მისი გავლენის ქვეშ იყვნენ და მისივე „პერიფერიას წარმოადგენდნენ“. ეს ტერმინი „ცივი ომის“ დროინდელი სუპერ ზესახელმწიფოს ტერმინია

ყველა ამ ოთხივე სახელმწიფოს რუსეთთან აქვს პრობლემები. უკრაინასთან ამ პრობლემას ყირიმის ანექსიისა და ომის სახე აქვს, ბელორუსს, უზბეკეთსა და ყაზახეთს რუსეთთან ასევე აქვთ პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემები.

ეს ქვეყნები ერთმანეთს იმითაც ჰგვანან, რომ ყველა მათგანს აქვს საერთო ბაზრებზე გასვლისა და ამავე ბაზრებიდან თავთავიანთი ეკონომიკებისთვის სარგებლის მიღების პრობლემა. ბელორუსისთვის ეს ენერგომატარებლების მიღებაა, იგივე პრობლემა აქვს უკრაინასაც. უზბეკეთსა და ყაზახეთს ასევე აქვთ სხვა სახის პროდუქტების მიღებისა და ექსპორტირების პრობლემები.

ამ ქვეყნებისთვის კიდევ ერთი პრობლემაა ჩინეთი. ჩინეთის ეკონომიკის გავლენა უზბეკეთზე საკმაოდ დიდია. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა ეკონომიკური თვალსაზრისით უკვე დაკარგა უზბეკეთი. რუსეთს უზბეკეთში გავლენის მოსაპოვებლად მომენტი ხელიდან გაშვებული აქვს.

რაც შეეხება ყაზახეთს, ამ ქვეყნის ეკონომიკაში ჩინეთის გავლენა დიდია, მაგრამ ყაზახურ საზოგადოებაში ჩინეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არსებობს, რაც ამ ქვეყნის ხალხების საერთო ისტორიის დროს წარმოშობილ საკითხებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ყახაზეთში რუსეთს ჩინეთის გამაწონასწორებელ-დამბალანსებელ ძალად განიხილავენ.

ბელორუს-ჩინეთის ურთიერთობებში სურათი საპირისპიროა, რადგან ბელორუსი თავის ეკონომიკაში ჩინური ინვეტიციების მოზიდვას ცდილობს, მაგრამ მინსკიც ცდილობს ჩინეთით დააბალანსოს რუსეთი.

ჩინეთს უკრაინაში ჰქონდა საკმაოდ დიდი ეკონომიკური პროექტები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს პროექტები გაჩერებულია. თუმცა, აქტუალურია ჩინეთის მიერ უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებისთვის ძრავების შეძენა, - ჩინეთს ძრავების შეძენა კი უნდოდა, მაგრამ ეს პროცესი ამერიკელებმა დაბლოკეს.

ჩინეთს უკრაინაში ჰქონდა საკმაოდ დიდი ეკონომიკური პროექტები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს პროექტები გაჩერებულია. თუმცა, აქტუალურია ჩინეთის მიერ უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავებისთვის ძრავების შეძენა, - ჩინეთს ძრავების შეძენა კი უნდოდა, მაგრამ ეს პროცესი ამერიკელებმა დაბლოკეს

- მაიკლ პომპეომ მინსკში საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მხედველობაში მაქვს ის, რომ აშშ მზადაა ბელორუსი 100%-ით უზრუნველყოს ნავთობპროდუქტებით. თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა შეიძლება მოჰყვეს ამ განცხადებებს?

- რუსეთსა და ბელორუსს შორის ნავთობის ომის ფონზე პომპეოს განცხადება სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ბელორუსს შეიძლება გაუჩნდეს ენერგომატარებლების მიღების ალტერნატიული წყარო.

ჯერ კიდევ 2019 წლის შუა პერიოდში ბელორუსს გაუჩნდა ყაზახური ნავთობის მიღების შესაძლებლობა. მაშინ ამერიკამ თანხმობა განაცხადა მინსკს ყაზახეთისგან შეეძინა ნავთობი. საუბარია ყაზახეთში ამერიკული კომპანიების მიერ მოპოვებულ ნავთობზე, მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ რუსეთმა თქვა უარი თავის ტერიტორიაზე გაეტარებინა ბელორუსისთვის განკუთვნილი ნავთობი.

მოხდა ის, რაც თქვენთან ხდებოდა და ახლაც ხდება. მხდეველობაში მაქვს ის, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აზერბაიჯანული ენერგომატარებლების მიღებას.

ჯერ კიდევ 2019 წლის შუა პერიოდში ბელორუსს გაუჩნდა ყაზახური ნავთობის მიღების შესაძლებლობა. მაშინ ამერიკამ თანხმობა განაცხადა მინსკს ყაზახეთისგან შეეძინა ნავთობი. საუბარია ყაზახეთში ამერიკული კომპანიების მიერ მოპოვებულ ნავთობზე, მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ რუსეთმა თქვა უარი თავის ტერიტორიაზე გაეტარებინა ბელორუსისთვის განკუთვნილი ნავთობი

ამიტომაც იყო, რომ პომპეოს მინსკში ვიზიტის წინ ლუკაშენკო აცხადებდა - რუსები კი ამბობენ ალტერნატიული ნავთობი იყიდეთო, მაგრამ უარს ამბობენ იმაზე, რომ ბელორუსმა ყაზახური ნავთობი შეიძინოს. ლუკაშენკო რუსებს იმას საყვედურობდა რომ თუ მოკავშირეები ვართ, სად გაგონილა მოკავშირე ქვეყანა თავის მოკავშირეს სხვისგან ნავთობის შეძენის საშუალებას არ აძლევდესო.

ბელორუსის ნავთობით მომარაგების შესახებ პომპეოს განცხადებას უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. საქმე ისაა, რომ ბელორუსმა აშშ-სთან უფრო თანმიმდევრულად დაიწყო ურთიერთობების დალაგება. შეიძლება ითქვას, რომ მინსკმა ამის გაკეთება რაციონალურად და ცინიკურადაც კი დაიწყო.

თუ უკრაინელი ჩინოვნიკები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში დადიოდნენ, ბელორუსელმა ჩინოვნიკებმა სახელმწიფო დეპარტამენტის გარდა სიარული დაიწყეს აშშ-ს სენატისა და კონგრესის პროფილურ კომიტეტებში, სადაც ამგვარ საკითხები წყდება.

მეტიც, ერთ წელზე მეტია ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ მუშაობენ აშშ-სა და ბელორუსის სხვადასხვა უწყებები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ფე-ბე-ერი, სხვადასხვა საიდუმლო სამსახურები. სხვათა შორის, ამერიკული საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლები მინსკშიც იმყოფებოდნენ. ამერიკელებთან აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ბელორუსის თავდაცვის უწყებამაც.

ერთ წელზე მეტია ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ მუშაობენ აშშ-სა და ბელორუსის სხვადასხვა უწყებები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ფე-ბე-ერი, სხვადასხვა საიდუმლო სამსახურები. სხვათა შორის, ამერიკული საიდუმლო სამსახურების წარმომადგენლები მინსკშიც იმყოფებოდნენ. ამერიკელებთან აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ბელორუსის თავდაცვის უწყებამაც

2015 წელს ერთი უცნაურ დამთხვევასაც ჰქონდა ადგილი. ბელორუსმა ბულგარული კომპანიის საშუალებით ასადის ოპოზიციას ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები მიჰყიდა, რომლებსაც ისინი ასადისა და რუსების წინააღმდეგ წარმატებით იყენებდნენ.

ფაქტია, რომ აშშ-ს წამყვანმა ანალიტიკურმა ცენტრებმა და პარტიებმა ბელორუსში აქტიურად არა მარტო დაიწყეს მუშაობა, არამედ რეალ-პოლიტიკის განხორციელების ფორმატზე გადავიდნენ.

მეტიც, აშშ-მ აქტიურად დაიწყო ლუკაშენკოსთან თანამშრომლობა, რომელსაც მანამდე ავტორიტარსა და დიქტატორს ეძახდა. ამერიკამ ლუკაშენკოსთან თანამშრომლობა იმის გამო დაიწყო, რომ ლუკაშენკომ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ბელორუსის ინტერესების დაცვა ღიად დაიწყო.

ამერიკამ ლუკაშენკოსთან თანამშრომლობა იმის გამო დაიწყო, რომ ლუკაშენკომ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ბელორუსის ინტერესების დაცვა ღიად დაიწყო

- საინტერესოა, როგორი პოლიტიკის გატარებას შეეცდება პრეზიდენტი ლუკაშენკო და პომპეოს ვიზიტის შემდეგ ვაშინგტონთან მინსკის დაახლოება რა გავლენას იქონიებს რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობებზე?

- თუ რამემ შეიძლება იქონიოს გავლენა აშშ-ბელორუსის ურთიერთობებზე, ეს იქნება ბელორუსული პოლიტელიტის ურთიერთობა ამერიკულ ისტებლიშმენტთან. პომპეოს ვიზიტი მხოლოდ აისბერგის ხილული ნაწილი იყო. პომპეოს მინსკში ვიზიტის მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ ამერიკამ წარმატებით დაიწყო ბელორუსთან თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით ვაშინგტონის მხრიდან პომპეოს ვიზიტი ლამაზი ნაბიჯი იყო.

პომპეოს მინსკში ვიზიტის მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ ამერიკამ წარმატებით დაიწყო ბელორუსთან თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით ვაშინგტონის მხრიდან პომპეოს ვიზიტი ლამაზი ნაბიჯი იყო

ბელორუსი ცდილობს გაანეიტრალოს რუსული საფრთხეეები და მან ამის კეთება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებითა და რიგ საკითხებში ინტეგრაციით დაიწყო.

უკრაინისგან განსხვავებით ბელორუსი ცდილობს პირობით დიდ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის პირზე არ იყოს. მიუხედავად ამისა, მინსკი ცდილობს ერთბაშად, დამატებით მოიძიოს სხვადასხვა ძალის ცენტრები, რომლებზეც შესაძლებელი იქნება დაყრდნობა. ასეთები კი არიან ჩინეთი და ამერიკა. მინსკი ცდილობს აშშ ბელორუსს დაეხმაროს არა ფასეულობების შეთავაზებით, არამედ ფულით.

- მინსკში ჩამოსვლამდე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი იმყოფებოდა კიევში. თქვენ როგორ შეაფასებდით მაიკლ პომპეოს კიევში ვიზიტის შედეგებს?

- მინსკში ვიზიტისაგან განსხვავებით პომპეოს ვიზიტი კიევში პროტოკოლური იყო. ასეა იმის გამო, რომ უკრაინა ტრამპის ირგვლივ ატეხილი სკანდალების გამო სერიოზულად აღმოჩნდა ჩართული აშშ-ში შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში და შესაბამისად, ამერიკის პოლიტელიტისთვის ტოქსიკური და სახიფათო აღმოჩნდა.

ამიტომ, პომპეოს კიევში ვიზიტის გამო უკრაინის მიმართ აშშ-ს პოლიტიკაში რაიმე ცვლილებების მოლოდინი თავიდანვე არ ყოფილა.

ნებისმიერი ამერიკელი ჩინოვნიკისთვის უკრაინის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა მას კარგს არაფერს მოუტანს. ასევეა მეორე შემთხვევაშიც, თუ უკრაინის მიმართ ინტერესს გამოჩენს ვინმე, შეიძლება პოლიტიკური ბრალდებების ტალღა მიიღოს.

პომპეოს მიზანი იყო კიევში ჩამოსვლა და იმის დემონსტრირება, რომ აშშ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და არ გაეკეთებინა იმ ტიპს განცხადებები, რომელიც აშშ-ს შიდა პოლიტიკაში ზედმეტ ვნებათაღელვას გამოიწვევდა. რაც მან, პრინციპში გააკეთა კიდეც.

პომპეოს მიზანი იყო კიევში ჩამოსვლა და იმის დემონსტრირება, რომ აშშ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და არ გაეკეთებინა იმ ტიპს განცხადებები, რომელიც აშშ-ს შიდა პოლიტიკაში ზედმეტ ვნებათაღელვას გამოიწვევდა. რაც მან, პრინციპში გააკეთა კიდეც

- კიევში ვიზიტის ფარგლებში პომპეო იმყოფებოდა სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც დონბასში რუსულ აგრესიასთან დაშავებულები მოინახულა. უცნაური ის იყო, რომ ამ ჰოსპიტალში სტუმრობისას მას არც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, არც უკრაინის საგარეო, თავდაცვის და ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელები არ ახლდნენ.

რამდენადაც ვიცი, ამის გამო კიევის პოლიტიკურ წრეებში ხელისუფლების მიმართ ბევრმა გამოთქვა უკმაყოფილება და უსაყვედურა მმართველ გუნდს. თქვენ როგორ შეაფსებდით იმას, რომ პომპეოს სამხედრო ჰოსპიტალში უკრაინის ხელისუფლებიდან არავინ ახლდა?

- იმის გამო, რომ პომპეოს სამხედრო ჰოსპიტალში უკრაინის ხელისუფლებიდან არავინ ახლდა, მე ვერ ვიტყოდი, რომ ამის გამო კიევის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი იყო.

ასეთი ტიპის ვიზიტების დროს მიმღები ქვეყანა თავად წყვეტს სად შეიძლება სტუმარი თავად წავიდეს. ვფიქრობ, რომ სამხედრო ჰოსპიტალში პომპეოს მისვლა პროტოკოლური პროგრამის ნაწილი იყო. პომპეომ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ აშშ ხედავს და იზიარებს იმ უბედურებას, რაც უკრაინას რუსული აგრესიის გამო აქვს, რაც ამ ვიზიტამდე ისედაც პროგნოზირებადი იყო.

სხვათა შორის, მინსკში ყოფნისას, პომპეოს ბელორუსის ხელისუფლების წარმომადგენელთა გარეშე ჰქონდა შეხვედრები ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბელორუსში და სხვადასხვა თავისუფალ ზონებში საქმიანობენ.

სხვათა შორის, მინსკში ყოფნისას, პომპეოს ბელორუსის ხელისუფლების წარმომადგენელთა გარეშე ჰქონდა შეხვედრები ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბელორუსში და სხვადასხვა თავისუფალ ზონებში საქმიანობენ

- უკრაინაში საკმაოდ აქტიურობს პრეზიდენტ ზელენსკის ოპოზიცია. ისინი ხშირად აკეთებენ ხმამაღალ და ხმაურიან განცხადებებს. მათივე მტკიცებით, უკრაინაში მალე კიდევ ერთი მაიდანი იქნება, მაგრამ ამჯერად მაიდანი არა მარტო კიევში, არამედ უკრაინის ბევრ დიდ ქალაქებში დაიწყება.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა უკრაინაში ისე განვითარდეს პროცესები, რომ საქმე კიდევ ერთ მაიდნამდე მივიდეს და მისი შედეგების პროგნოზირება შეუძლებელი იქნეს?

- მე კარგად მესმის უკრაინის პოლიტელიტის ძველი გვარდიის წარმომადგენელთა ხმაურიანი განცხადებების. ზელენსკის პრეზიდენტობა არა იმდენად მისი როგორც პიროვნების დამსახურებაა, არამედ იმ პროცესის, რასაც უკრაინაში პოლიტიკური ელიტის ცვლილების პროცესი ჰქვია.

უკრაინის ამომრჩეველს მოსწყინდა, შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ყელში ჰქონდა ამოსული პოლიტიკურ სცენაზე ძველი პოლიტიკოსების ყოფნა. ამაზე კარგად მეტყველებდა სოციოლოგია ბევრად ადრე, იგივე 2018 წელს, როცა პოლიტიკურ არენაზე ზელენსკი გამოსული არ იყო. ვითარებაში, როცა ხალხი ახალ პოლიტიკოსებს ითხოვს, ზელენსკი რომ არ ყოფილიყო, უკრაინის პოლიტიკაში ვინმე სხვა გამოჩნდებოდა. ეს ობიექტური პროცესია.

ზელენსკის პრეზიდენტობა არა იმდენად მისი როგორც პიროვნების დამსახურებაა, არამედ იმ პროცესის, რასაც უკრაინაში პოლიტიკური ელიტის ცვლილების პროცესი ჰქვია

პოლიტიკური ელიტის ცვლილება თავისთავად ითვალისწინებს ძველი, კორუფციული სისტემის დემონტაჟს. ძველი პოლიტიკური სისტემისა და ბიზნესწრეების დემონტაჟს. ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში იწვევს უკმაყოფილებას. სხვათა შორის, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ არიან ისინი - პროდასავლურად, თუ პროპუსულად განწყობილი პოლიტიკოსები. ძველ ელიტებს აფრთხობს ეს პროცესი.

ახლა შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში ჩამოყალიბებულია პარადოქსული ვითარება. ზელენსკის უმწვავესად აკრიტიკებს პროდასავლელი პოროენკო და უკრაინაში პუტინის პარტნიორად მიჩნეული მედვედჩუკი.

ახლა შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაში ჩამოყალიბებულია პარადოქსული ვითარება. ზელენსკის უმწვავესად აკრიტიკებს პროდასავლელი პორიშენკო და უკრაინაში პუტინის პარტნიორად მიჩნეული მედვედჩუკი

რაც შეეხება თქვენს კითხვას. მიუხედავად ოპოზიციის ლიდერთა ხმაურიანი განცხადებებისა, უკრაინაში მესამე მაიდნის ორგანიზება ჯერ შეუძლებელია. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული პოროშენკოს რეიტინგი მხოლოდ 1%-თაა გაზრდილა და იგი დღეს 9%-ს შეადგენს.

- მესმის, რომ ცალკე საუბრის თემაა კიევში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი, მაგრამ მას ჩვენ გვერდს ვერ აუვლით. თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინაში პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტის შედეგებს?

- თურქეთი ცდილობს გახდეს რეგიონალური მასშტაბის სუპერ ზესახელმწიფო. მას ეს გამოსდის. თურქები კიევში მათთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკვანძო საკითხის გადასაწყვეტად ჩამოვიდნენ.

ანკარას სურდა თავის პირობებით მიეღო უკრაინასა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. მათ ის ვერ მიიღეს. მეორე მხრივ, თურქები დაინტერესებული არიან ეკონომიკურ სფეროში ითანამშრომლონ უკრაინულ ეკომონიკასთან, თან ერთბაშად სხვადასხვა სფეროებში - ესენი გახლავთ ენერგეტიკა, ლოჯისტიკა.

თურქეთი ცდილობს გახდეს რეგიონალური მასშტაბის სუპერ ზესახელმწიფო. მას ეს გამოსდის

ამ თემებზე კიევში კარგი და საგნობრივი აზრთა გამოცვლა-გამოცვლა შედგა. კიევმა ანკარას შესთავაზა შუა აზიიდან გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული რამოდენიმე პროექტი, რომელიც უკრაინაში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით უნდა მოხვდეს. ეს ის წინადადებები იყო, რაც მათთვის საინტერესო იყო. ამიტომ, ერდოღანის ვიზიტს კიევში, პომპეოს ვიზიტისაგან განსხვავებით, მე უკრაინისთვის მაინც პოზიტიურად შევაფასებდი.

- საუბრის დასაწყისში ვახსენე, რომ რუსეთმა იალტის კონფერენციის 75-ე წლისთავი აღნიშნა. მეტიც, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრისაგან სამიტის გამართვას ითხოვს და მიანიშნებს პარტნიორებს მსოფლიოს ახალი გადანაწილების აუცილებლობაზე.

კრემლთან დაახლოებული რუსი ექსპერტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იალტა-2 კონფერენციის აუცილებლობაზე. თემები, რომელსაც თქვენ შეეხეთ, სულაც არ ტოვებს იმის განცდას, რომ კრემლისთვის ასე სასურველი იალტა-2 შეიძლება შედგეს...

- რუსეთის ფედერაცია ცდილობს გავიდეს იალტა-2-ის ფორმატზე. რუსეთისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ, რომ იცვლება მსოფლიო ეკონომიკა. სულ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალურია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ვისაც აქვს რესურსები და ტექნოლოგიების ცოდნა ისინი აღმოჩდებიან მსოფლიო ეკონომიკის საკვანძო ქვეყნები.

რუსეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა წამყვან და განვითარებულ ქვეყნებს. რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღეს იმის დემონსტრირება, რომ იგი სუპერ ზესახელმწიფოა და შეუძლია მსოფლიოს რეგიონებში სტაბილურობის უზრუნველყოფა.

რუსეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა წამყვან და განვითარებულ ქვეყნებს. რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღეს იმის დემონსტრირება, რომ იგი სუპერ ზესახელმწიფოა და შეუძლია მსოფლიოს რეგიონებში სტაბილურობის უზრუნველყოფა

სწორედ ამიტომ ჰქონდა მას ომი საქართველოსთან 2008 წელს, ახლა ომობს უკრაინის დონბასში, ასევე სირიასა და ლიბიაში, ვენესუელაში და აფრიკის რიგ ქვეყნებში. რუსეთი ცდილობს იმის დემონსტრირებას რომ მსოფლიოს ყველა რეგიონშია და თავისი პირობებით უზრუნველყოფს ვითარებაზე კონტროლს.

მსოფლიოს ბევრ რეგიონში აქტიურობით რუსეთი ცდილობს გავიდეს აშშ-სთან დიდ შეთანხმებაზე, რომელსაც შეიძლება იალტა-2 ერქვას ანდა კიდევ სხვა რამ, მაგრამ რომლის მიზანი აშშ-სა და რუსეთს შორის გავლენის სფეროების გაყოფაა.

საქმე ისაა, რომ ამერიკელებს დღეს არ უნდათ რუსეთთან ამგვარ შეთანხმებაზე წასვლა. ამერიკელებს კი უნდათ მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე წავიდნენ, მაგრამ არა დღეს არამედ მაშინ, როცა ტექნოლოგიური სანქციების გამო რუსეთი იმაზე მეტად დასუსტებული იქნება, ვიდრე ახლაა.

ახლა სახელმწიფოს პირველი პირების დონეზე ნერვებზე თამაში მიდის. ეჭვი მეპარება, რომ 2020 წელს იალტა-2-ის მსგავსი კონფერენცია შედგეს

დიახ, იალტა-2 რუსეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, იგი საკმაოდ მნიშვნელოვანია აშშ-სთვისაც, მაგრამ ამერიკას უნდა, რომ იალტა-2-ის მსგავსი შეთანხმების მონაწილე იყოს დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ცალკე ჩინეთი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო, რომლებიც მნიშვნელოვნად გააწონასწორებენ მათ შორის რუსეთის ფედერაციას.

ახლა სახელმწიფოს პირველი პირების დონეზე ნერვებზე თამაში მიდის. ეჭვი მეპარება, რომ 2020 წელს იალტა-2-ის მსგავსი კონფერენცია შედგეს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო