თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი მშობიარე ქალის მდგომარეობასა და ბავშვის გარდაცვალებაზე განმარტებას აკეთებს

თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილის გარდაცვალებაში 24 წლის ქალის ახლობლები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი ნარკოზიდან გამოსულია და პალატაშია გადაყვანილი.

„ახალგაზრდა ქალი დედამ და დედამთილმა ნახეს, ბავშვის შესახებ ჯერ არაფერი არ იცის, იქიდან გამომდინარე, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს", - განაცხადა გარდაცვლილი ახალშობილის მამიდამ.

ამასთან, თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის პრესსამსახურის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში აცხადებენ, რომ მშობიარობის პროცესი ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა, უეცრად ნაყოფს განუვითარდა ბრადიკარდია, რაც გულის რითმის დაქვეითებას ნიშნავს. „სასწრაფო წესით განხორციელდა საკეისრო კვეთა, ზუსტად 7 წუთში ამოყვანილი იქნა ნაყოფი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩატარებულმა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ჩვილის გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს“, - აცხადებენ თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის პრესსამსახურში.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას