ილიაუნი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის ლიდერია

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგებით ყველაზე მეტი გრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სულ 67 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა, აქედან 17 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წამყვანი ორგანიზაციის სტატუსით განხორციელდება. 12 პროექტი განხორციელდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მეცნიერთა მიერ.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი გამარჯვებული პროექტებია: ეკა ლეფსვერიძე – მიოინოზიტოლი და პოსტტრავმული ეპილეფსია; მერაბ სვანაძე – ფოროვან მასალათა დრეკადობის, თერმოდრეკადობისა და ბლანტი დრეკადობის ბმული თეორიების არაკლასიკური ამოცანების გამოკვლევა; ზურაბ ჯავახიშვილი – მტკვრის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის დასავლეთ ნაწილის აქტიური დეფორმაციები და კუმშვის სიდიდე; გიორგი ჯაფარიძე – სიმეტრიის დამრღვევი ველების ზეგავლენა დაბალგანზომილებიანი ძლიერ კორელირებული ფერმის სისტემების ძირითად მდგომარეობაზე ფერმიონთა მასების უთანაბრობის პირობებში; ლადო სამუშია –კოსმოლოგიური გაზომვები გალაქტიკების ბისპექტრის გამოყენებით; ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი – ახლად ვასკულარიზებული, ინსულინმასეკრეტებელი, იმუნოპროტექციული 3D კონსტრუქციის ბიოინჟინერია ადამიანის ამნიოტური მატრიქსის გამოყენებით; ელენე გავაშელიშვილი – სუროგაცია როგორც ქსელური გენომენი: საკვანძო აქტორებისა და მათი ურთიერთდამოკიდებულება;მიხეილ მაზიაშვილი – არასტანდარტული კოსმოლოგიური მოდელების შეზღუდვა: ფუნდამენტური სიმეტრიები და გრავიტაცია; ნანა გრატიაშვილი – მაჭახელას ეროვნული პარკის ნიადაგის უხერხემლო ცხოველთა ბიომრავალფეროვნება და ეკოლოგია; სოფია ადამია – ეპიგენეტიკური ცვლილებების აღმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება; ნატო ჯორჯიაშვილი – საქართველოს მიწისძვრების კერის პარამეტრებისა და მათ შორის ურთიერთდამოკიდებულებების შესწავლა; ალექსანდრე ბუხნიკაშვილი – წვრილი ძუძუმწოვრების დნმ-ბარკოდინგის მონაცემთა ბაზა და ფაუნის შემადგენლობის დაზუსტება; ქეთევან გურჩიანი – თბილისი როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე; ეკა ჭყოიძე – ეთნიკური ჯგუფები და მათი პერიოდული გამოცემები საქართველოში 1819-1921 წლებში; თამარ დემეტრაშვილი – ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით; რევაზ ჭიღლაძე – ტევ ბლაზარების ოპტიკური შესწავლა; ელენე ჟურავლიოვა – დეპრესია, ნაწლავის მიკრობიომი და სიგმა 1 რეცეპტორი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა