სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, რუსეთი ვენესუელასთან სამხედრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას განაგრძობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კარაკასში ვენესუელას დე ფაქტო ლიდერს ნიკოლას მადუროს შეხვდა. ლავროვის განცხადებით, აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, რუსეთი ვენესუელასთან სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში პარტნიორობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენესუელას სუვერენიტეტსა და მის ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე შევთანხმდით, განსაკუთრებით კი ეს შეეხება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროებს“, -განაცხადა ლავროვმა.

ამასთანავე, 6 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას ოპოზიციის ლიდერსა და დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს თეთრ სახლში უმასპინძლა, სადაც მან გუაიდოს ვენესუელას ნამდვილი და ლეგიტიმური პრეზიდენტი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით გასული წლის დასაწყისში დაიძაბა. ხუან გუაიდო ვენესუელას ლეგიტიმურ პრეზიდენტად აშშ-მა და ევროპის ქვეყნების უმეტესობამ აღიარა. ნიკოლას მადუროს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი და ირანი უჭერენ. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს