პარლამენტში სკოლების ავტორიზაციის დასრულების თარიღის გადავადების შესახებ პროექტი დარეგისტრირდა

სკოლების ავტორიზაციის დასრულების თარიღის გადავადების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა. ბიუროს 10 თებერვლის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის ინიცირება მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, ახალი სტანდარტის მიხედვით სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად, 2026-2027 წლამდე დასრულდება.

„ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების ეტაპზე, მიზანშეწონილია, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი დაიწყოს ეტაპობრივად, საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესის პარალელურად, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების ხელისშემშლელი გარემოებები,“ - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს