აზერბაიჯანში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 39,23% შეადგინა

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები კანონის დაცვით ტარდება.

ეუთო-ს დამკვირვებლის, ინგო ბიუტნერის განცხადებით, უბნებზე შექმნილი მდგომარეობა საარჩევნო კოდექსს შეესაბამება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის, ნეტ პერის თქმით კი, ხმის მიცემის პროცესში დაბრკოლებებს ადგილი არ ჰქონია.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 39,23% შეადგინა.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. არჩევნები 5573 საარჩევნო უბანზე ტარდება. ქვეყანაში დარეგისტრირებულია 5.3 მილიონი ამომრჩეველი. მილი მეჯლისის 125 მანდატისთვის 1314 კანდიდატი იბრძვის. საკუთარი არჩევანი დააფიქსირა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. არჩევნებს აკვირდება 77 ათასი ადგილობრივი და 850-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს