მიხეილ კალანადიას სასამართლო პროცესზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას დედას დისტანციურად კითხავენ

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანადიას სასამართლო პროცესზე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას დედას, ქეთევან ნაკაიძეს „სკაიპის" მეშვეობით კითხავენ.

ქეთევან ნაკაიძე დაცვის მხარის მოწმეა და ის სასამართლოში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა, რის გამოც მას დისტანციურად კითხავენ.

ქეთევან ნაკაიძის განცხადებით, საპროცესო შეთანხმების გადაწყვეტილება თავად გიორგი ჯანაშიამ მიიღო. ნაკაიძის თქმითვე, ჯანაშია სრულწლოვანია და თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რასაც პატივს სცემს.

რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, როგორც ნაკაიძემ განაცხადა, მას აქვს უფლება მისი შვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს