ჩინეთის ელჩის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით პროგრესი შეინიშნება

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის, ლი იანის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით პროგრესი შეინიშნება. ელჩის განმარტებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, ხუპეის პროვინციის გარეთ, ჩინეთის სხვა რეგიონებში, მეექვსე დღეა რაც მცირდება.

„უკვე მეოთხე დღეა, რაც არც ერთ ახალ ქვეყანასა თუ რეგიონში არ დადასტურებულა ვირუსის შემთხვევები. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტის უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 9 თებერვლის მონაცემებით, სულ დადასტურებულია კორონავირუსის 35 982 შემთხვევა, გამოჯანმრთელების 3 281 და სიკვდილის 908 შემთხვევა, შესაძლო შემთხვევების რაოდენობა კი შეადგენს 23 589-ს.სულ დაფიქსირებულია 399 487 ახლო კონტაქტის შემთხვევა, იმ ახლო კონტაქტის შემთხვევების რაოდენობა, როცა ჯერ კიდევ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება პირი, შეადგენს 187 518-ს. კარგი ამბავი არის ის, რომ 2 თებერვლიდან დაწყებული გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობას. ახალი შემთხვევების რაოდენობა ხუპეის პროვინციის გარეთ, ჩინეთის სხვა რეგიონებში, მეექვსე დღეა რაც მცირდება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მისი თქმით, დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ეპიდემიის პრევენცია და კონტროლია. როგორც ელჩი აღნიშნავს, „ძალა ერთობაშია“ - ამ სულისკვეთებით ჩინელი ხალხი ერთად ებრძვის ეპიდემიას. ელჩის განმარტებით, წესრიგმა და სტაბილურმა წინსვლამ ეფექტურად შეაფერხა ვირუსის გავრცელება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს