„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა

კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ავტობუსის მძღოლებისთვის წამახალისებელი და მოტივაციის ასამაღლებელი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება გაიმართა კურორტ „საირმეში“, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ „თიმბილდინგის“ ფარგლებში ესარგებლათ კომპაქტ სპორტინგით კურორტის „სასროლეთში“, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ბრიტანული აპარატურით.

„ღონისძიების ბოლოს „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ დააჯილდოვა MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლები, რომლებმაც გაიმარჯვეს ნომინაციებში: ყველაზე უსაფრთხო მძღოლი, მგზავრების მიმართ კეთილგანწყობილი და შრომისმოყვარე მძღოლები. კომპანიამ ასევე დააჯილდოვა სატრანსპორტო კომპანიის მენეჯერები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და უდიდესი წვლილი შეაქვთ აღნიშნულ ორ კომპანიას შორის წარმატებულ თანამშრომლობაში.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ კომპანია MAN-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში. MAN Truck and Bus SE გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი გერმანული კომპანია მსოფლიო ბაზარზე, მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები.

დედაქალაქში CNG-ის ტიპის MAN-ის ავტობუსების შემოყვანა 2017 წლიდან დაიწყო და მათი გაშვება სხვადასხვა ხაზზე ეტაპობრივად მოხდა. ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკში 144 ერთეული ახალი 12-მეტრიანი MAN-ის მარკის CNG და 90 ერთეული დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ახალი MAN Lion's City A47 ავტობუსია“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო