დავით ბერძენიშვილი - 130/20-ზე სისტემა ერთ-ერთი შესაძლებლობაა

როდესაც საერთაშორისო პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ერთმანეთისკენ გადადგით კომპრომისული ნაბიჯები, ეს ნიშნავს, რომ 100/50-ზე დამთავრდა, -ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს „ლეიბორიტული პარტიის“ ოფისთან განუცხადა, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენი მთავარი მიდგომა არის შემდეგი, რადგან დიპლომატები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეუწყონ ამ ფორმატს და იქნებ, შედეგამდეც მივიდეთ, ისინი გვეუბნებიან, რომ კიდევ ურთიერთკომპრომისული წინადადებები იყოს.

რადგან მამუკა მდინარაძე გუშინწინ, მისი განცხადებით, ახლა, ერთი საათის წინ გაკეთებული განცხადებით გვეუბნება, რომ 100/50-ზე - პრაქტიკულად, მან ეს თემა დახურა და თქვა, რომ ოპოზიციიდან ველოდებით კომპრომისულ წინადადებებს. მდინარაძემ თქვა, რომ იმედია ოპოზიცია არ შემოგვთავაზებს 145/5-ს, 140-10-ს , 135-15-ს.

მე ვუბრუნებ და იგივე პროპორციით ვეუბნები, იმედია, ხელისუფლება არ ელოდება, რომ ჩვენ მას შევთავაზებთ 105/45-ს, 110/40-ს, ან 115/35-ს. ასეთ ვითარებაში, ის, რომ 40%-ზე მეტი იყოს, პრინციპი ესაა. პარტია თუ იგებს მაჟორიტარულ ოლქებს მას 40%-ზე მეტი უნდა ჰქონდეს. 40%-ზე მეტის ვერსიები არის და ახლა მსჯელობა მიდის და 130/20-ზე ერთ-ერთი შესაძლებლობაა“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა