რატი იონათამიშვილი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შედეგები თითოეული პირის კეთილდღეობაზე აისახება

ეს ინიციატივა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პაკეტი, რომელსაც მე-9 მოწვევის პარლამენტში განვიხილავთ, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ბიუროს სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოტანილ საკანონმდებლო ინიციატივას „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“. მისი თქმით, ეს ინიციატივა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ქვეყანამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების ყოველმხრივ დასაცავად ფუნდამენტური რეფორმები განახორციელოს.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონი ბოლო 20 წელია არ შექმნილა და არ შეგვიცვლია. გაეროს კონვენციის შემდეგ, ჩვენი ვალდებულება იყო ადგილობრივი ეროვნული საკანონმდებლო ბაზის კონვენციის პრინციპებთან და ღირებულებებთან ჰარმონიზაციაში მოსვლა. ეს პაკეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ფუნდამენტური რეფორმები განვახორციელოთ. ვფიქრობ, ეს ინიციატივა იქნება სამაგალითო მთლიანად რეგიონისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სავალდებულო კომიტეტებს გთხოვოთ, იქნებ ოპტიმალურ ვადებში მოხდეს აღნიშნული ინიციატივის განხილვა, ვინაიდან საკმაოდ ვრცელია, 27 ინიციატივისგან შემდგარი პაკეტია და თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ყოველდღიურ კეთილდღეობაზე აისახება ამ ინიციატივის შედეგები“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025