სუს-ის უფროსი საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ ელჩს კელი დეგნანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარებმა ხაზი გაუსვეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას და ისაუბრეს ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე.

„გრიგოლ ლილუაშვილმა და კელი დეგნანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სფეროში დღემდე არსებული და სამომავლო თანამშრომლობისთვის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა