თსუ-ში 1988 წელს გამოცემული წიგნის, „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1988 წელს გამოცემული წიგნის, „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სერგო ჯორბენაძის წიგნში, რომელიც უნივერსიტეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, ასახულია უნივერსიტეტის ისტორიული პერიოდი, დაწყებული 1907 წლიდან, გაგრძელებული მისი დაარსებით, პირველი საჯარო ლექციით, სხვადასხვა ფაკულტეტების შექმნითა და დასრულებული ყველა იმ აქტივობით, რომელიც ასწლოვანი უნივერსიტეტში განხორციელდა.

„ეს არის ბრწყინვალე ნაშრომი და ეხება უნივერსიტეტის ისტორიას დაარსების დღიდან, 1988 წლამდე. კარგია, რომ მკითხველს ექნება საშუალება, კიდევ ერთხელ გაეცნოს უნივერსიტეტის შექმნის ისტორიას. ყველა ის ფაქტი, რომელიც მოყვანილია წიგნში, არის უაღრესად საინტერესო და იგრძნობა, რომ დიდი სიყვარულით არის დაწერილი", - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ის პროფესორის სერგი ჯორბენაძის თქმით, 2021 წელს ამავე ავტორის კიდევ ერთი წიგნის „ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა" (1983 წელი) ახლებური ვერსია გამოიცემა და ივანე ჯავახიშვილის 145 წლის იუბილეს მიეძღვნება.

„ჩემთვის ეს მოვლენა განსაკუთრებულია ორი ფაქტორის გამო, პირველი, თსუ ჩემთვის არის ალმა მატერი, რომელიც სარგებლობს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. ამას გარდა, მან არაერთი ქართველი პროფესიონალის ჩამოყალიბებაში ითამაშა უდიდესი როლი. წიგნი არის ბაბუაჩემის გამოშვებული და გახლავთ მისივე ავტორი. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც განსაკუთრებით დააინტერესებს მკითხველს არის ის პრეისტორია, რომელიც დაფუძნებამდე არსებობდა. წიგნში ჩანს, თუ რამხელა წინააღმდეგობა იყო უნივერსიტეტის დაარსებისას კონკრეტული პირების და სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა თსუ-ის პროფესორმა სერგი ჯორბენაძემ.

„თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორიის“ ახლებური ვერსია უნივერსიტეტის იუბილეს მიეძღვნა და მისი რედაქტორები სერგი ჯორბენაძე და დიმიტრი გეგენავა არიან.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თსუ-ში 1988 წელს გამოცემული წიგნის, „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1988 წელს გამოცემული წიგნის, „თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორია“ ახლებური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სერგო ჯორბენაძის წიგნში, რომელიც უნივერსიტეტის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, ასახულია უნივერსიტეტის ისტორიული პერიოდი, დაწყებული 1907 წლიდან, გაგრძელებული მისი დაარსებით, პირველი საჯარო ლექციით, სხვადასხვა ფაკულტეტების შექმნითა და დასრულებული ყველა იმ აქტივობით, რომელიც ასწლოვანი უნივერსიტეტში განხორციელდა.

„ეს არის ბრწყინვალე ნაშრომი და ეხება უნივერსიტეტის ისტორიას დაარსების დღიდან, 1988 წლამდე. კარგია, რომ მკითხველს ექნება საშუალება, კიდევ ერთხელ გაეცნოს უნივერსიტეტის შექმნის ისტორიას. ყველა ის ფაქტი, რომელიც მოყვანილია წიგნში, არის უაღრესად საინტერესო და იგრძნობა, რომ დიდი სიყვარულით არის დაწერილი", - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ-ის პროფესორის სერგი ჯორბენაძის თქმით, 2021 წელს ამავე ავტორის კიდევ ერთი წიგნის „ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა" (1983 წელი) ახლებური ვერსია გამოიცემა და ივანე ჯავახიშვილის 145 წლის იუბილეს მიეძღვნება.

„ჩემთვის ეს მოვლენა განსაკუთრებულია ორი ფაქტორის გამო, პირველი, თსუ ჩემთვის არის ალმა მატერი, რომელიც სარგებლობს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. ამას გარდა, მან არაერთი ქართველი პროფესიონალის ჩამოყალიბებაში ითამაშა უდიდესი როლი. წიგნი არის ბაბუაჩემის გამოშვებული და გახლავთ მისივე ავტორი. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც განსაკუთრებით დააინტერესებს მკითხველს არის ის პრეისტორია, რომელიც დაფუძნებამდე არსებობდა. წიგნში ჩანს, თუ რამხელა წინააღმდეგობა იყო უნივერსიტეტის დაარსებისას კონკრეტული პირების და სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა თსუ-ის პროფესორმა სერგი ჯორბენაძემ.

„თბილისის უნივერსიტეტის მოკლე ისტორიის“ ახლებური ვერსია უნივერსიტეტის იუბილეს მიეძღვნა და მისი რედაქტორები სერგი ჯორბენაძე და დიმიტრი გეგენავა არიან.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია