ვახტანგ გომელაური - ქალაქის სამმართველოში მზადდება ფლიგელი, სადაც გამომძიებლები მხოლოდ არასრულწლოვნებზე იმუშავებენ

ქალაქის სამმართველოში მზადდება ფლიგელი, სადაც გამომძიებლები მარტო არასრულწლოვნებზე იმუშავებენ. პირველი აპრილიდან ვფიქრობთ, რომ გაიხსნება, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ყველა დასაკითხი ოთახი აღიჭურვება კამერებით.

"ბევრი ახალი პროექტი გაკეთდა ჩვენთან სამინისტროში. იქმნება სპეციალიზებული, საერთაშორისო გამოცდილებით გათვალისწინებული ევროპული სტანდარტის ოთახები.

ოთახები იქნება კამერით აღჭურვილი, რაც ეცნობება იმ კონკრეტულ პირსაც, რომ შემდეგ, რამე პრობლემა არ შეიქმნას. იქ იქნებიან გამომძიებლები, რომლებიც მარტო მოზარდებზე იმუშავებენ და აუცილებლად ფსიქოლოგებიც. თუ მოითხოვს მშობელი დაესწროს ფსიქოლოგიც, გააჩნია წლოვანებას, ის დაესწრება არასრულწლოვნების გამოკითხვას. ეს თემა, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია და ძალიან კარგი იქნება, რაც ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს. გახსოვთ რა მოხდა, სამწუხაროდ, სირაძის შემთხვევაში, სხვადასხვა გამომძიებელი იჯდა ოთახში და გვიწევს არასრულწლოვანის ასეთ განყოფილებაში მიყვანა, რადგან ცალკე მათთვის გაკეთებული ოთახი არ გვაქვს. ეს პროექტი ბატონი გიორგი გახარიას დროს დაიწყო, როცა შს მინისტრი იყო. ამას რა თქმა უნდა ვაგრძელებთ და დავამთავრებთ. ეს არასრულწლოვნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ინფორმაციას შს მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა