სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 12:00 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, გლდანის რაიონში შეზღუდვა გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლინკას, რატევანის, მუხრანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის, გუდამაყარის, ლიახვის, ნაგომარის, ჟინვალის, შენგელაიას, სანზონის, ზიგზაგის, ბოგვის და გვაზაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 1:07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლინკას, რატევანის, მუხრანის, ჩარგლის, ხორნაბუჯის, გუდამაყარის, ლიახვის, ნაგომარის, ჟინვალის, შენგელაიას და სანზონის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს, ქინძმარაულის, ზემო მეტალურგიის და რქაწითელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) და ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ხოლო გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის და პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა