ლევან ცხადაძე - ავიაციის სფეროში ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილის ხელმძღვანელობით, პრაღაში ქართულმა დელეგაციამ ჩეხეთის საავიაციო სფეროს სექტორთან შეხვედრები გამართა. დელეგაციაში, რომელსაც ლევან ცხადაძე ხელმძღვანელობდა, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლები შედიოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს, პრაღაში ვიზიტი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით შედგა. ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ლევან ცხადაძის განცხადებით, ავიაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას სთავაზობს.

,,შეხვედრები გავმართეთ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე კერძო სექტორთან. ასევე, ადგილზე გავეცანით ვაცლავ ჰაველის სახელობის პრაღის აეროპორტის ოპერირების სპეციფიკას. ავიაციის მიმართულებით ჩეხური გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სანავიგაციო და ტექნოლოგიური კუთხით ჩეხეთთან რამდენიმე მიმდინარე პროექტი გვაქვს,-‘’განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ.

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა საავიაციო დარგის წამყვან კომპანიებთან, როგორიცაა: Transcon, ERA, Vaclav Havel Airport Prague, ICZ და Czechoslovak Group.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა