დავით ბაქრაძე - ჩვენი გეგმები დარჩენილ 8 თვეში ოქტომბრის არჩევნების მოგებას ემსახურება

მთელი ჩვენი გეგმები ამ დარჩენილ 8 თვეში ემსახურება ამოცანას - ოქტომბრის არჩევნების მოგებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბრამდე მათი ყველა ნაბიჯი ემსახურება ამოცანას - შეიქმნას ენერგიისა და ტალღის მაქსიმუმი ოქტომბრის არჩევნებზე, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებენ.

„მთელი ჩვენი გეგმები ამ დარჩენილ 8 თვეში ემსახურება ამოცანას - ოქტომბრის არჩევნების მოგებას. შესაბამისად, ჩვენ გაწერილი გვაქვს აქტივობები, უახლოეს პერიოდში საზოგადობა ნახავს და მათთან ერთად პარლამენტის წინ ძალიან მწვავე საპროტესტო აქციები გვექნება. ასევე გვექნება გასვლები რეგიონებში და მათ შორის ხალხთან შეხვედრაც, აქციებიც რეგიონში. პირველი დიდი აქცია, რომელიც ამ 8- თვიან გაწერილ პროცესში იქნება, 4 აპრილის აქციაა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ველით. ოპოზიცია საზოგადოებას გააცნობს კონკრეტულ ნაბიჯებსა და გეგმას, რას გავაკეთებთ შემდეგი დარჩენილი თვეების განმავლობაში და გააცნობს უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს, იმ ადამიანებს, ვინც ოპოზიციის სახელით იბრძოლებს და წელს „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად დაამარცხებს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ