მიწის ნაკვეთების ნაწილი, რომლებზეც “ეიპიემ ტერმინალსი” ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ნებართვებს ითხოვს, სახელმწიფო საკუთრებაშია

მიწის ნაკვეთების ნაწილი, რომლებზეც „ეიპიემ ტერმინალსი“ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ნებართვებს ითხოვს, სახელმწიფო საკუთრებაშია.

„ეიპიემ ტერმინალსმა“ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, 2020 წლის 11 თებერვალს, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად, ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის. “ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა ახლაც იმავე მიწის ნაკვეთებზე ითხოვს თუ არა კომპანია ნებართვას, რომელზეც გასულ წელს გაცემული ნებართვა გაუქმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ “ეიპიემ ტერმინალსის” პრესსამსახურში განუცხადეს, ამ შემთხვევაშიც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს იმავე მიწებთან დაკავშირებით მიმართეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 8 მიწის ნაკვეთიდან, რომელზეც კომპანია მიწათსარგებლობის ნებართვას ითხოვს, 6 სახელწიფოს საკუთრებაა (ჯამში 351056 კვ.მ) დანარჩენი ორი (ჯამში 1005966 კვ.მ) სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს“ ეკუთვნის.

თავის მხრივ, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ “ეიპიემ ტერმინალსის” განცხადების განხილვისთვის ოფიციალური ვადა 30 დღეა.

„2020 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში დარეგისტრირდა კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გენერალური დირექტორის განცხადება, რომლითაც ითხოვს ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი თანამედროვე მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას. განცხადებას თან ერთვის დოკუმენტაცია.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ვადაა 30 სამუშაო დღე. (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ვადის დინება ჩერდება)“,-აღნიშნულია უწყების პასუხში.

შეგახსენებთ, 2019 წლის 2 მაისს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანებით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე თვის 30 მაისს, გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობიდან გაათავისუფლა სსიპ-ის ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე. ეკონომიკის მინისტრის თქმით, კაკაურიძემ ბრძანება მისი და მთავრობის მოქმედი გუნდის სხვა წევრების ინფორმირების გარეშე, დარღვევებით გასცა და ინვესტორი მშენებლობას იმ მიწაზე აპირებდა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია და თავის მხრივ ამის შესახებ არც „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ იყო ინფორმირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა