დავით ჭიჭინაძე - არ ვაპირებ ისეთ კონსულტაციებში მივიღო მონაწილეობა, რომელიც ოპოზიციის თამაშგარეთ დატოვებას და ხელისუფლების თამაშს გულისხმობს

მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ისეთ კონსულტაციებში, რომელიც ოპოზიციის თამაშგარეთ დატოვებას და ხელისუფლების თამაშს გულისხმობს, - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“, ლიდერი დავით ჭიჭინაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი დეპუტატების კონსულტაციებზე მიწვევას.

დავით ჭიჭინაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ყველა ხიდი ჩატეხა.

„ქართული ოცნება“ ხვდება, რომ პრაქტიკულად ყველა ხიდი ჩატეხა ოპოზიციასთან, ვისთანაც სხვადასხვა ევროპელი დიპლომატების მეშვეობით საუბრობდა და ამიტომ ცდილობს დღეს მსგავსი კონსულტაციების ორგანიზებას, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები უნდა გახდნენ ვიღაცის ან რაღაცის ჩამნაცვლებლები.ეს „ოცნების“ პრობლემაა. დეპუტატისთვის კი, დამაფიქრებელი და წყალგამყოფი უნდა გახდეს მათი გადაწყვეტილება.

ამას გარდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“, დღეს, დაკომპლექტებულია ყოფილი „ნაცებით“ , ამიტომ თუ რამეს ერთმანეთში ვერ იყოფენ, ვუსურვებდი ისევ ერთმანეთში მოგვარდნენ. ჩემი ადგილი კი, მათ მოლაპარაკებაში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ, მათი გაფუჭებული საქმე ჩემი გასასწორებელი არ არის“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

დავით ჭიჭინაძე - არ ვაპირებ ისეთ კონსულტაციებში მივიღო მონაწილეობა, რომელიც ოპოზიციის თამაშგარეთ დატოვებას და ხელისუფლების თამაშს გულისხმობს

მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ისეთ კონსულტაციებში, რომელიც ოპოზიციის თამაშგარეთ დატოვებას და ხელისუფლების თამაშს გულისხმობს, - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“, ლიდერი დავით ჭიჭინაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი დეპუტატების კონსულტაციებზე მიწვევას.

დავით ჭიჭინაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მოლაპარაკების ყველა ხიდი ჩატეხა.

„ქართული ოცნება“ ხვდება, რომ პრაქტიკულად ყველა ხიდი ჩატეხა ოპოზიციასთან, ვისთანაც სხვადასხვა ევროპელი დიპლომატების მეშვეობით საუბრობდა და ამიტომ ცდილობს დღეს მსგავსი კონსულტაციების ორგანიზებას, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები უნდა გახდნენ ვიღაცის ან რაღაცის ჩამნაცვლებლები.ეს „ოცნების“ პრობლემაა. დეპუტატისთვის კი, დამაფიქრებელი და წყალგამყოფი უნდა გახდეს მათი გადაწყვეტილება.

ამას გარდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“, დღეს, დაკომპლექტებულია ყოფილი „ნაცებით“ , ამიტომ თუ რამეს ერთმანეთში ვერ იყოფენ, ვუსურვებდი ისევ ერთმანეთში მოგვარდნენ. ჩემი ადგილი კი, მათ მოლაპარაკებაში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ, მათი გაფუჭებული საქმე ჩემი გასასწორებელი არ არის“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი