სამგორის რაიონში, რამდენიმე ხაზზე „ისუზუს” მარკის ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

დღეიდან სამგორის რაიონში, N22 (ნასაგური), N18 (პატარა ლილო) N41 (წინუბანი) სამარშრუტო ხაზებზე ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ძველი, ე.წ. „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები ახალი „ისუზუს” მარკის რვა მეტრიანი ავტობუსებით თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის ფარგლებში ჩანაცვლდა.

N22 ავტობუსით, მეტროსადგურ „ისნიდან“ ნასაგურამდე დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ იმგზავრა. მისი თქმით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს.

„მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სამგორის რაიონში, ძველი ავტობუსები ახლით უკვე რამდენიმე ხაზზე ჩანაცვლდა და პროცესი კვლავ გრძელდება. სწრაფი და კომფორტული გადაადგილება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ, დედაქალაქის მთავრობასთან ერთად, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს ინფორმაციით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული "ისუზუს" და 90 ერთეული "მანის" მარკის ავტობუსები შეისყიდა. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ