ირაკლი კობახიძე - დეკლარაცია არ იქნა დამტკიცებული, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით

დეკლარაცია არ იქნა დამტკიცებული, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის ჩაგდებას.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის ჩაგდებას ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა.

„საინტერესო შეხვედრები გვქონდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. საქართველოს, ჩვენს ხელისუფლებას ჰყავს მეგობრები. საინტერესო საუბრები გაიმართა ევროპარლამენტარებთან, რაც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველია.

ასოცირების კომიტეტის სხდომაზე არაერთი ინიციატივა იყო დაყენებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც, როგორც სჩვევიათ, სიცრუით იყო გაჯერებული. მათი დამსახურებით და ევროპარლამენტარების თანადგომით, ეს ცვლილებები მთლიანად ჩავარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება დეკლარაციას, იგი არ იქნა დამტკიცებული, რასაც ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა. ეს დეკლარაცია არის დოკუმენტი, სადაც აისახება ის პროგრესი, რასაც ქვეყანა განიცდის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. ეს დოკუმენტი ჩვენს ევროპარლამენტარ მეგობრებთან თანამშრომლობით მზადდება. საბოლოო ჯამში, ეს დეკლარაცია არ იქნა დამტკიცებული, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით,“ - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს