ქართული პრესის მიმოხილვა 14.02.2020

"ამდენი წელი რატომ იყო თაროზე შემოდებული საქმე? ეს აჩენს კითხვებს, თორემ უგულავაზე არავინ ამბობს ანგელოზიაო” - მუხაშავრია

2013 წლის დეჟავუ: უკიდურესი დაპირისპირების ფონზე ევროპარლამენტთან თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა უშედეგოდ დასრულდა

***

"ამდენი წელი რატომ იყო თაროზე შემოდებული საქმე? ეს აჩენს კითხვებს, თორემ უგულავაზე არავინ ამბობს ანგელოზიაო” - მუხაშავრია

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა თავად ევროპარლამენტიდან წამოვიდა, მათი შეთავაზება იქნება და მმართველი გუნდი იძულებული გახდა დათანხმებოდა"- ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების დამდეგნი მისიის საქართველოში მოწვევას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ამდენი წელი რატომ იყო თაროზე შემოდებული საქმე? ეს აჩენს კითხვებს, თორემ უგულავაზე არავინ ამბობს ანგელოზიაო” - მუხაშავრია

"საქართველოს ხელისუფლება აპირებს გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების დამდეგნი მისიის მოწვევას ევროპარლამენტიდან. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია და მისია ქართულ მხარესთან ერთად ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკურ ასპექტში განიხილავს. მისი თქმით, ეს საკითხი უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მხოლოდ მას შემდეგ რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა აზიანებს ქვეყნის სტაბილურობას და ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას. მმართველ გუნდში იმასაც აცხადებენ, რომ ხელისუფლების ინიციატივა "ნაციონალებს" და მის სატელიტებს არ აწყობთ, რადგან ფაქტის დაადგენა ყოველთვის მათ წინააღმდეგ მოქმედებს. უგულავას საქმეზე ფაქტების დამდგენი მისიის მოვლინებაზე მზადყოფნა გამოთქვა ევროპარლამენტში ევროპული სოციალისტების პარტიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"გიგი უგულავას საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ თუ ამ კაცმა ფონდის კუთვნილი ფული გაფლანგა თავისი მერობის დროს, ამდენი წელი ეს საქმე რატომ იყო თაროზე შემოდებული? ეს აჩენს კითხვებს და მოსაზრებას, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს. თორემ უგულავაზე არავინ ამბობს, რომ ანგელოზია. "ხელისუფლების ყოჩაღი განცხადებები, თუ არ გჯერათ, წავიდეს უგულავა და სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროსო, ევროპულ სასამართლოში საქმეების გარჩევას ზოგ შემთხვევაში წლები სჭირდება. "მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების ინიციატივა არ არის და თავად ევროპარლამენტმა შესთავაზა ეს წინადადება, ხელისუფლება კი იძულებული იყო დათანხმებულიყო. ასეთი პრცენდენტი იყო 2000 წელს აზერბაიჯანში, როცა შეისწავლეს პატიმრების საქმე. თუ მართლაც მოხდა ამ საქმის შესწავლა უცხოელი სპეციალიტების მიერ, მითუფრო საყურადღებო იქნება ამ კომისიიs მუშაობა და შედეგები, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რა მდგომარეობაშია მართლმსაჯულება ქვეყანაში”, - განაგრძობს გამოცემა.

"როგორც გადასახადების გადამხდელს კი მაინტერესებს, ვინ უნდა გადაიხადოს თანხა, რომელიც კომისიის მუშაობას დასჭირდება, მასალებია გასაცნობი, იქ თარგმანი, მათი მივლინების ხარჯები და ა.შ. ვფიქრობ ცოტა არ დაჯდება. დასკვნა დარწმუნებული ვარ იქნება, რომ არის ფუნდამენტალური დარღვევები. ანუ, არის თუ არა უგულავა პოლიტპატიმარი, ამის დასადგენად საფასური ისევ თავისი ჯიბიდან ხალხმა უნდა გადაიხადოს?" - განაცხადა "რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

2013 წლის დეჟავუ: უკიდურესი დაპირისპირების ფონზე ევროპარლამენტთან თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა უშედეგოდ დასრულდა

"ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრა საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავების გარეშე დასრულდა. ევროპარლამენტის მიერ „ქართული ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უპრეცენდენტო შემთხვევა უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების სრული კრახია. უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით კი, ეს არა ერთი კონკრეტული პარტიის, არამედ ქვეყნის წარუმატებლობას ნიშნავს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, 2013 წლის დეჟავუ: უკიდურესი დაპირისპირების ფონზე ევროპარლამენტთან თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა უშედეგოდ დასრულდა

"მსგავსი პრეცდენტი 7 წლის წინ, 2013 წლის თებერვალშიც მოხდა. იმ დროს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი იყო. დღეს კი ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როდესაც დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები არ წყდება. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის ცნობით, „დოკუმენტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, „ქართულმა ოცნებამ" დაბლოკა." ამის შესახებ ინფორმაცია მან სოცილაურ ქსელში გაავრცელა. „ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით, „ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და „ქართული ოცნების" სრული კრახი". სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ დასკვნითი დოკუმენტის ჩაგდება არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქვეყნის წარუმატებლობის ტოლფასია. მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გიგი უგულავას პატიმრობას შეეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა. სონღულაშვილის განცხადებას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ევროპარლამენტში, ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული განცხადების პროექტის ჩაგდებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ ასეთი დოკუმენტები და მისი ჩავარდნა არა „ქართულ ოცნებას," არამედ ქვეყანას აზიანებს. მისი შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის და აღნიშნული ქვეყანას ბევრს ვერაფერს დააკლებს. გავიხსენოთ ზუსტად 7 წლის წინანდელი მოვლენა; ამ დროს ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრების 15-წლიან ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სხდომა საბოლოო სარეკომენდაციო დოკუმენტის შემუშავების გარეშე დასრულდა, რამაც სერიოზული განხილვა და გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა. დასკვნითი დოკუმენტის ვერ მიღება გამოიწვია ევროპის სახალხო პარტიის უშედეგო მცდელობამ, რომ ტექსტში შესულიყო შესწორება 8 თებერვალს თბილისში, ევროვნული ბიბლიოთეკის წინა განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”, - განაგრძობს გამოცემა.

"ევროპის სახალხო პარტია, რომლის წევრიც "ნაციონალური მოძრაობა" იყო, ტექსტში იმის ხაზგასმას ცდილობდა, რომ „პრეზიდენტის (მიხეილ სააკაშვილი) და მისი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ ეს თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებული იყო". ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" მიერ 2013 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი. ამავე სტატიაში თინათინ ხიდაშელმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა", ევროპის სახალხო პარტიიდან მომხრეთა გარკვეული ჯგუფის ხელშეწყობით, ცდილობდა, რომ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით პოტენციურ მხარდამჭერებზე ზეწოლაში დაედანაშაულებინა. თუმცა, მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა, საქართველოს დელეგაციის დიდი ნაწილის გარდა, მიუღებელი აღმოჩნდა, მაგალითად, „მწვანეებისთვის," „სოციალ-დემოკრატებისა" და ლიბერალებისთვის. თინა ხიდაშელი კმაყოფილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ძალისხმევა მაშინ უპრეცედენტო მარცხით დასრულდა”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა