ექიმის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოდან ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ერთი მოქალაქე უკვე გაწერეს, მეორე პაციენტის გამოკვლევის პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში გუშინ შეყვანილი ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ორი მოქალაქედან ერთ-ერთი უკვე გაწერეს.

ექიმის თქმით, 26 წლის ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ექიმის განცხადებით, მისი გამოკვლევის პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.

„გუშინ ჩვენს ცენტრში მოთავსდა ორი პაციენტი. 26 წლის ქალთან, რომელიც ბურჯიანის პროვინციიდან ჩამოვიდა, უკვე დამთავრდა კვლევები. ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთდა ტესტი ახალ კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეს ტოვებს კლინიკას.

მეორე პაციენტი იანჭოდან არის ჩამოსული, 19 წლის მამაკაცია. ეს პაციენტიც იქ გახდა ცუდად და იქვე ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით და იქვე, პირველ ჯერზე იყო უარყოფითი პასუხი. აქ ჩამოვიდა 9 თებერვალს და აეროპორტში ერთჯერადად დაუფიქსირდა ცხელება, სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და გაიშვა ბინაზე დაკვირვების ქვეშ. მეორე დღიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში 37,3 ჰქონდა ტემპერატურა და ამის გამო, გუშინ მოთავსდა ჩვენს ცენტრში. წინასწარი კვლევებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლინდა. დღეს დილას ავიღეთ მასთანაც ტესტი ახალ კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევრისთვის პასუხი გვეცოდინება. ამ შემთხვევაშიც ვიმედოვნებთ, რომ პასუხი ნეგატიური იქნება. ამჟამად ტემპერატურა არ აქვს და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: ინფექციური საავადმყოფს დირექტორი კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა