დავით ზალკალიანი მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში  მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში მონაწილეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიებში.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან, რუმინეთის, უკრაინის თავდაცვისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე - The Greater Black Sea Region: Competition for Sea Control or Sea Denial, რომელიც ორგანიზებულია ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) და ახალი სტრატეგიის ცენტრის (NSC) მიერ.

ამასთან, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ და აზიელ კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან, წამყვანი ევროპული ქვეყნების, ევროკავშირის და აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა