დავით ზალკალიანი - აშშ-სთან ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების იმ დონეზე აყვანაზე, რა დონეც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში

მოსაზრება საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების შესახებ აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. 270-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა საქართველოში დარეგისტრირებული და არცერთი კომპანიის მხრიდან მსგავსი სახის პრეტენზიები არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კომპანია Frontera Resources-ის საკითხზე ამერიკელი კონგრესმენის წერილის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, Frontera Resources-ის საქმეს განიხილავს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლო და ყოველგვარი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით, მიუღებელია. მისივე თქმით, ქართული მხარე იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

„აშშ-სთან ვსაუბრობთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების იმ დონეზე აყვანაზე, რა დონეც გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ვსაუბრობთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გახსნის პერსპექტივაზე. მერწმუნეთ, არანაირ სანქციებზე საუბარი არ არის და არც იქნება მომავალში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?