სტუ-ის ახალი რექტორი პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას უახლოეს დღეებში დაიწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლად არჩეული რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას 17 თებერვლიდან შეუდგება. დავით გურგენიძე რექტორად 4 წლის ვადით იქნა არჩეული. მან ამ თანამდებობაზე წინამორბედი რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი შეცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი რექტორი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ფაკულტეტების დეკანებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა, დავით გურგენიძემ სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის რანგში 4 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა შეაჯამა და ტექნიკური უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების პრინციპებზე, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, ტექნიკური უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა თავის გამოსვლაში რამდენიმე ისეთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ინოვაციების უწყვეტობა, სინერგიის პრინციპის დაცვა, საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფა, განათლების მიღების უწყვეტობა, ხარისხის მართვა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროდუქტების პორტფოლიოს ფორმირება.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინტერნაციონალიზაციის ზრდას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი სრულყოფას, ასევე, უნივერსიტეტის ხილვადობისა და ცნობადობის ზრდას.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის რანგში, ეს პირველ რიგში, არის ინოვაციების უწყვეტობა, რაც საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის, ახალი ტექნოლოგიების და ახალი მეთოდების შემუშავება-დანერგვაში გამოიხატება; მნიშვნელოვანია სინერგიის პრინციპის დაცვა - ეს უნივერსიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ურთიერთკავშირის გაძლიერებითაა შესაძლებელი; მაქსიმალურად უნდა მოხდეს სტუდენტების ისეთ საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომის უზრუნველყოფა, როგორიცაა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები; აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროდუქტების პორტფოლიოს ფორმირების მიმართულებით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, უნდა შევძლოთ ხარისხის ეფექტიანი მართვა, უნდა ვიყოთ სრულად ორიენტირებული სტუდენტებზე, საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობის მუდმივ სრულყოფაზე და ეს უნდა ხდებოდეს საგანმანათლებლო სერვისებისა და სამეცნიერო კვლევის განხორციელების ყველა ეტაპზე. აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის კიდევ უფრო გაღრმავება. რაც მთავარია, ჩვენი უნივერსიტეტი 100 წლის ხდება. ეს ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია და ამიტომ, ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ, გაფართოვდეს მისი ცნობადობა და გაიზარდოს საერთაშორისო ავტორიტეტი. რა თქმა უნდა, ამის მიღწევას აკადემიური წრეებისა და სტუდენტების დახმარებით შევძლებთ“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ტსუ-ს, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში მიმდინარე წლის 27 იანვარს ჩატარდა. ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტის რექტორად სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით გურგენიძე იქნა არჩეული. აკადემიური საბჭოს 39 წევრიდან მას ხმა მისცა 38 წევრმა, ხოლო 1 წევრი არ გამოცხადდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა