გიორგი გახარია - ირაკლი შოთაძე ღირსეული პროფესიონალია, რომელსაც შეუძლია მძიმე გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება

ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე.

გახარია ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, სადაც აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე შევიდა.

პრემიერმა გენერალური პროკურორიბის კანდიდატთან დაკავშირებით მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი, რომელსაც ხშირად შეუძლია მძიმე გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება", - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ისინი პარლამენტის საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, არჩილ თალაკვაძის წლიურ მოხსენებას დაესწრებიან.

იხილეთ ვიდეო

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია