07.07.2025 / 08:38
დავით ზალკალიანი -  სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და პროცესში ნებისმიერ პროგრესს ანგრევს

სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ამ პროცესში ნებისმიერ პროგრესს ანგრევს,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს.

დავით ზალკალიანი შეშფოთებას გამოთქვამს, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმები განხორციელდა.

"ღრმად ვარ შეშფოთებული, დღეს, ზოლოტოეს მახლობლად უკრაინულ პოზიციებზე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო. სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და ამ პროცესში ნებისმიერ პროგრესს ანგრევს",-წერს ზალკალიანი "ტვიტერზე".

ცნობისთვის, უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, უკრაინაში, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაშავდა. მათივე ცნობით, უკრაინულ მხარეს პოზიციები არ დაუკარგავს, ხოლო საბრძოლო მოქმედებები ამ დროისთვის შეწყვეტილია.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს