თორნიკე შარაშენიძე - ვანო მერაბიშვილი რადიკალური მესიჯებით უფრო მიშასკენაა

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ციხიდან ახლად გამოსული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, კვლავ მიხეილ სააკაშვილს დაუახლოვდეს. ამის შესახებ შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

შარაშენიძე მიიჩნევს, რომ თავისი რიტორიკით მერაბიშვილი უფრო მეტად სააკაშვილს უახლოვდება.

„მე ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი თუ მოინდომებენ, დალაგდებიან და ითანამშრომლებენ, იმიტომ რომ რადიკალური მესიჯებით ახლა მერაბიშვილი სააკაშვილს უახლოვდება. გამომდინარე მისი რიტორიკიდან უფრო მიშასკენაა,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ თუ მერაბიშვილი რადიკალურ ქმედებებს დაიწყებს, ხელისუფლება მის საპატიმროში დაბრუნებას შეეცდება.

„რა თქმა უნდა, აბა რას იზამენ? შეხედავენ რეალობაში რას იზამს და მერე ჩამოიღებენ თაროდან რამე საქმეს. ბუნებრივია, ეჭვი გეპარებათ ?!“- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს